15:57 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-15 13:03:23, 958 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი: იმედი მაქვს „ქართული ოცნება“ მხარს დამიჭერს

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით,  იმედოვნებს, რომ მმართველი პარტია მხარს დაუჭერს.

ამასთან, ზურაბიშვილი რაიმე სახის კონსულტაციების მიმდინარეობას, ამ ეტაპზე, არ ადასტურებს.

„მე უნდა აბსურდული რამე ვთქვა, რომ თუკი უმრავლესობის მხარდაჭერა არ იქნება ჩემი კანდიდატურის მიმართ, რომ ეს არ იმოქმედებს იმ მოსახლეობაზე, რომლის უმრავლესობა მათ უჭერს მხარს.  მაინც მაქვს იმედი ამ მხარდაჭერის. ორი სხვადასხვა რამეა, ერთი - შენი გადაწყვეტილების მიღების რა არის მიზეზი და მეორე, რომ ამ გადაწყვეტილების პროცესში, შენ იყო რეალისტი, უყურებდე რა ხდება ქვეყანაში და ვისი იმედით შეიძლება იყო. მე რომ ვერ ვიქნები სხვა პარტიების იმედით, ეს ფაქტია. მოსახლეობაში უმრავლესობა არის ერთი პარტიის მხარდამჭერი. მეც ამ პარტიას დავუჭირე გარკვეულ წილად მხარი წინა პერიოდში. მან დამითმო მაჟორიტარის ადგილი მთაწმინდაზე, ამიტომ, ძალიან ბუნებრივად, მაქვს იმედი, რომ ეს პარტია, დღესაც, გარკვეულწილად მხარს დამიჭერს. მაგრამ, ჩემი გადაწყვეტილება მაინც არის დამოუკიდებელი, ამ იმედზე არ არის მხოლოდ დაფუძნებულ და რაც არ უნდა მოხდეს, მე ბოლომდე გავალ ამ კანდიდატურით და არ დავიხევ უკან“,  - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპის ვიზიტის დასრულებიდან რამდენიმე დღეში ჩინეთში პუტინი ჩავა
შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის - ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს
ბოჭორიშვილი: რუსეთი კვლავ დგამს ნაბიჯებს საქართველოს რეგიონების ანექსიისკენ
ესპანეთში 13 ქართველისგან შემდგარი კრიმინალური დაჯგუფება დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics