|
2018-08-14 10:33:53, 1220 ნახვა
კომენტარი
ირაკლი კობახიძე ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით: არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, კონკრეტული განაჩენი და უნდავიხელმძღვანელოთ ამ განაჩენის შესაბამისად
„ჩვენთვის სახელმძღვანელოა სასამართლოს გადაწყვეტილება. არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, კონკრეტული განაჩენი და უნდავიხელმძღვანელოთ ამ განაჩენის შესაბამისად", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ე.წ. ციანიდის საქმესთანდაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას. მისივე თქმით, შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით ბრალდებულ დეკანოზს, ეს პრეზიდენტისგადასაწყვეტია. „ეს არის პრეზიდენტის გადასაწყვეტი, ჩვენ ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებთ", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც სტრასბურგის მოსამართლეები საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ გავრცელებულ კადრებსნახავენ, ისინი თავის სუბიექტურ გადაწყვეტილებას ჩამოაყალიბებენ. „მე პირადად მაქვს ნანახი უშუალოდ ის ვიდეო კადრები, რომლებიც გავრცელდა თავის დროზე საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ. როდესაცსტრასბურგის მოსამართლეები ამ კადრებს ნახავენ, ისინი ალბათ თავის სუბიექტურ გადაწყვეტილებას ჩამოაყალიბებენ", - განაცხადა პარლამენტისთავმჯდომარემ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ზელენსკის მიერ ორდენის ჩამორთმევის გამო, სიბიჰა პოლონეთს სახელმწიფო ჯილდოს დაუბრუნებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)