16:24 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-13 11:01:36, 1067 ნახვა

საზოგადოება
მეუფე იაკობი აგონიურ მდგომარეობაშია - დეკანოზ მამალაძის ადვოკატი

„მეუფე იაკობმა კარგად იცის, რომ საკუთარი წვლილი ე.წ. ციანიდის საქმეში არ დაიმალება და აქედან გამომდინარე არის გამოწვეული მისი აგონიური მდგომარეობა“, - ასე გამოეხმაურა დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი,გიორგი ფანცულაია, მეუფე იაკობის მიერ გუშინ ქადაგებისას გაკეთებულ განცხადებებს.
ადვოკატი მეუფე იაკობს ცილისწამებაში ადანაშაულებს.
ამასთან, თითქოს, გიორგი მამალაძე რუსეთში მსახურობდა, სიმართლეს არ შეესაბამება.
 „საქმე მიდის სტრაზბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში, აქედან გამომდინარე, ამ ხნის განმავლობაში, ქართულ მართლმსაჯულებაში იმალებოდა ეს რეალობა და მათ შორის მეუფე იაკობის წვლილი ციანის საქმეში, მან კარგად იცის, რომ სტრასბურგის სასამართლოში საკუთარი წვლილი ე.წ. ციანიდის საქმეში არ დაიმალება და აქედან გამომდინარე არის გამოწვეული მისი აგონიური მდგომარეობა. რუსეთის საპატრიარქოს იურისდიქციაში კი არ მსახურობდა, საქართველოს საპატრიარქოს მიერ იყო წარდგენილი უკრაინაში, ქართველ ემიგრანტებთან, ჩაეტარებინა წირვა-ლოცვები და მინიმუმ ამ ინფორმაციას უნდა ფლობდეს“, - აღნიშნა გიორგი ფანცულაიამ.

შეგახსენებთ, რომ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა,დეკანოზი გიორგი მამალაძე „ავაზაკად“ და „დაჯგუფების წევრად“ მოიხსენია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარიას დედა ბიძინა ივანიშვილს - ვერ გადამირჩები! მე გეყოფი შენ!
მსოფლიო გელოდება MyCellfie APP-ში! მოიგე მეგაბაიტები, ყველაფერი ულიმიტო და PlayStation 5
სპეციალური პენიტენციური სამსახური - ელენე ხოშტარია უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებით
სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics