15:19 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-11 14:18:54, 1614 ნახვა

საზოგადოება
„ჯორჯიან ეარვეისმა“ მოქალაქე ეტლით არ უზრუნველყო - ომბუდსმენმა დისკრიმინაციის ფაქტი გამოავლინა

საქართველოს სახალხო დამცველმა შპს „ჯორჯიან ეარვეისს“ რეკომენდაციით მიმართა, რომელმაც შეზღუდული გადაადგილების შესაძლებლობის მქონე პირი ეტლით  არ უზრუნველყო, - ამის შესახებ ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. 

სახალხო დამცველის რეკომენდაციით, კომპანიამ ვებ-გვერდზე დეტალურად უნდა გაწეროს შეზღუდული შესაძლებლობის და მობილობის მქონე მგზავრების უფლებები; ასევე, მიაწოდოს საკუთარ პერსონალს შეზღუდული შესაძლებლობის და მობილობის მქონე პირების სპეციფიური საჭიროებების შესახებ ინფორმაცია.

„კომპანიის ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაციის თანახმად, ეტლით სარგებლობისთვის საჭირო იყო წინასწარი გაფრთხილება 72 საათით ადრე. ვინაიდან მოქალაქის გამგზავრება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, უფრო მცირე დროით ადრე დაიგეგმა, აეროპორტში რეგისტრაციის გავლისას, მან კომპანიის წარმომადგენლისგან ეტლის გამოყოფაზე უარი მიიღო, სხვა თანამშრომელმა კი 104 ევროს გადახდა მოსთხოვა. უნდა აღინიშნოს, რომ ავიაკომპანიის ვებ–გვერდზე ამ საფასურის შესახებ არაფერი იყო მითითებული. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი იძულებული გახდა ფეხით გადაადგილებულიყო, რამაც ჭრილობიდან სისხლდენა გამოიწვია“, - ნათქვამია ინფორმაციაში. 

სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ განმცხადებელმა სხვა შეზღუდული მობილობის მქონე იმ პირებისგან განსხვავებით, რომლებსაც შესაძლებლობა აქვთ რეისამდე 72 საათით ადრე გააფრთხილონ ავია-გადამყვანი სპეციალური საჭიროების თაობაზე, ვერ გამოიყენა მისთვის განკუთვნილი სპეციალური მომსახურება, რამაც, თავის მხრივ, მძიმე შედეგი გამოიწვია. გარდა ამისა, განმცხადებლისთვის ეტლით მომსახურების დამატებითი ხარჯების მოთხოვნით, განმცხადებელი სხვა მგზავრებთან შედარებით, დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ჩაყენების საფუძველი გახდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარიას დედა ბიძინა ივანიშვილს - ვერ გადამირჩები! მე გეყოფი შენ!
მსოფლიო გელოდება MyCellfie APP-ში! მოიგე მეგაბაიტები, ყველაფერი ულიმიტო და PlayStation 5
სპეციალური პენიტენციური სამსახური - ელენე ხოშტარია უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებით
სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics