21:14 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-11 13:43:42, 755 ნახვა

რეგიონი
ბათუმში შინდისის გმირები გაიხსენეს

2008 წლის 11 აგვისტოს, სოფელ შინდისთან დაღუპული გმირები ბათუმში გაიხსენეს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე შინდისის გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. სკვერში აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, მინისტრთა კაბინეტის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და ბათუმის საკრებულოს წევრები შეიკრიბნენ. მათ დაღუპული გმირების მემორიალი ყვავილებით შეამკეს და სიმბოლურად, მათივე სახელობის სკვერში 17 ნერგი დარგეს.

,,დღეს პატივი მივაგეთ საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩვენი თანამედროვეობის ყველაზე გმირულ მაგალითს - შინდისის გმირებს. ასევე ორმაგი სიამაყით ვართ გამსჭვალული, ვინაიდან ძალიან ბევრი ჯარისკაცი იყო აჭარის რეგიონიდან და მათ უანგაროდ შესწირეს თავი ჩვენს ქვეყანას. ჩვენი ქვეყნის თავისუფლება, ჩვენი ქვეყნის მომავალი სწორედ ისეთ ბიჭებზე დგას, როგორიც იყო ალეკო ონიანი, როგორიც იყო რომან ზოიძე და რა თქმა უნდა, ჩვენ და მომავალი თაობებიც ვალდებულნი ვართ შევინახოთ ეს საგმირო ისტორიები და მაქსიმალურად დავაფასოთ" - აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გარდაცვლილი გმირების ოჯახის წევრებს შეხვდა და თანადგომა გამოუცხადა.

2008 წლის 11 აგვისტოს, სოფელ შინდისის სარკინიგზო სადგურთან, საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული რუსულ მოტომსროლელ ასეულთან უთანასწორო ბრძოლაში ჩაება. ქართველი ჯარისკაცების მიმართულებით მტერი თითქმის ყველა სახის იარაღიდან ისროდა, მათ შორის ტანკებიდან და რეაქტიული ცეცხლმტყორცნებიდან. მიუხედავად იმისა, რომ მოწინააღმდეგემ ორჯერ გამოიძახა დახმარება, ჩვიდმეტმა ქართველმა მებრძოლმა მედგარი წინააღმდეგობა ბოლომდე გასწია და გმირულად დაიღუპა.

შინდისის გმირების სახელობის სკვერი ბათუმში 2016 წლის აპრილში გაიხსნა.

 

 

(NS)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
აქტივისტი ალბი კორძაია ახალ მიმართვას ავრცელებს სადაც სავარაუდო გაუპატიურებაზე საუბრობს
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics