23:57 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-04 13:44:49, 310 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, იძულებით ჩამორთმეული ქონების დაბრუნება რთული პროცესი იქნება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მისი უწყების ბალანსზე არსებული სახელმწიფოს მიერ იძულებით ჩამორთმეული ქონება აუცილებლად უნდა დაბრუნდეს, თუმცა ეს რთული პროცესი იქნება.

მინისტრის განმარტებით, ამ ქონების ნაწილი წინა ხელისუფლების დროს გაიყიდა.

„ჩვენი ხელისუფლების მოსვლის დღიდან შეხვედრები გვქონდა უამრავ ადამიანთან, რომლებიც ეკონომიკის სამინისტროში მოდიოდნენ და აცხადებნენ, რომ ესა თუ ის ქონება წართმეული იყო ან ძალით დათმობილი. ასეთ შემთხვევაში ჩვენ ამ ქონებებზე არ გაგვიკეთებია აქტივობა, რომ გაგვეყიდა ანუ ჩვენ შევინახეთ ეს ქონება, იმისათვის რომ იურიდიული პროცესის დასრულების შემდეგ ისინი არ აღმოჩენილიყო მესამე პირების ხელში. თუმცა, რა თქმა უნდა, გარკვეული ქონება ჩვენამდე გაიყიდა, ამიტომ ეს იქნება რთული პროცესი. ასეთი ტიპის საკითხები სასამართლოს მეშვეობით წარიმართება. რაც შეეხება ჩვენს ბალანსზე არსებულ ქონებას, ამ ნაწილში პროკურატურის პროცედურის გავლით ვეცდებით ყველა ასეთი ქონება გადავცეთ იმ ადამიანებს, ვინც დადგინდება, რომ დაზარალებულია ამ პროცესში“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics