15:19 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-10 17:03:21, 1022 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის მინისტრმა რიგითი გოგა გოგლიჩაძე გმირული საქციელისთვის დააჯილდოვა

რიგით გოგა გოგლიჩაძეს, რომელმაც მდინარე რიონში მამაკაცი დახრჩობას გადაარჩინა,  საქართველოს თავდაცვის მინისტრი  და გენერალური შტაბის უფროსი შეხვდნენ.

ლევან იზორიამ და გენერალ-მაიორმა ვლადიმერ  ჩაჩიბაიამ   მას გმირული  საქციელისთვის მადლობა გადაუხადეს,  წარმატებები უსურვეს და „გლოკის“ ტიპის სამსახურებრივ-საშტატო იარაღით დააჯილდოვეს.

III ქვეითი ბრიგადის 32-ე ქვეითი ბატალიონის  მეტყვიამფრქვევემ, I კლასის რიგითმა,  გოგა გოგლიჩაძემ გუშინ ქალაქ ქუთაისში  მდინარეში გადახტომის დროს მამაკაცი ხიდიდან შენიშნა.   უცნობი მამაკაცის გადარჩენის მიზნით, ჯარისკაცი წყალში შევიდა  და მაშველების მისვლამდე  მას დახმარება აღმოუჩინა. 

I კლასის  რიგითი გოგა გოგლიჩაძე  საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის, III ქვეით ბრიგადაში 2017 წლიდან მსახურობს. 

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარიას დედა ბიძინა ივანიშვილს - ვერ გადამირჩები! მე გეყოფი შენ!
მსოფლიო გელოდება MyCellfie APP-ში! მოიგე მეგაბაიტები, ყველაფერი ულიმიტო და PlayStation 5
სპეციალური პენიტენციური სამსახური - ელენე ხოშტარია უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებით
სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics