23:57 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-04 13:28:43, 344 ნახვა

პოლიტიკა
ნოდარ ჯავახიშვილი: ანტიდისკრიმინაციული კანონი საერთოდ არ უნდა მიგვეღო

რეგიონული განვითარებისა დ ინფრასტრუქტურის მინისტრის ნოდარ ჯავახიშვილის შეფასებით, ანტიდისკრიმინაციული კანონი საერთოდ არ უნდა მიეღოთ.

ამის შესახებ ჯავახიშვილმა ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხდა, რომლის თანახმადაც, „ანტიდისკრიმინაციული კანონი  კარგად არ მუშაობს, ლგბტ პირებს კვლავ პრობლემები ექმნებათ და რა საშუალებით  უნდა გამოხატონ მათ ეს პრობლემები“.

"მე თუ მეკითხებით,  ანტიდისკრიმინაციული კანონი არ უნდა მიგვეღო საერთოდ",-აღნიშნა ნოდარ ჯავახიშვილმა.

მისივე თქმით,  გაუგებარია, რატომ უნდა გაამახვილონ ყურადღება მხოლოდ იმ პრობლემებზე, რომელიც განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანებს ეხებათ, "მაშინ როცა პრობლემები ქვეყანაში გაცილებით მეტია".

"რა უნდა გააპროტესტონ ლგბტ ადამიანებმა მითხარით? რას ნიშნავს დისკრიმინაცია? თქვენთვის ვინმეს უკითხია როგორი სექსუალური ორიენტაციის ხართ? ეს არ არის ჩემი საქმე, თქვენ ღამე საწოლში რას აკეთებთ. არასოდეს ეს შეკითხვა არ გამიჩნდება და თუ გამიჩნდა, ჩათვალეთ, რომ მე უბრალოდ  ზრდილობასთან მაქვს პრობლემები. სახელმწიფოში უამრავ ადამიანს აქვს პრობლემა, სხვათაშორის, ყოველგვარი პრობლემის გარეშე ციხეში ვიჯექი 6 თვე. ანუ, რატომ უნდა გავამახვილოთ ყურადღება მხოლოდ იმ პრობლემებზე, რომელიც განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანებს ეხებათ, მაშინ როცა პრობლემები ქვეყანაში გაცილებით მეტია. თუ რამე პრობლემა გაქვს, ქუჩაში კიარ უნდა გააპროტესტო, აგერ არის სასამართლო",-განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics