|
2018-08-10 16:03:54, 980 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე მერაბ კოსტავას ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
დედაქალაქის მერი კახა კალაძე საბურთალოს რაიონში, მერაბ კოსტავას ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. მიროტაძის ქუჩის (კოსტავას ქუჩიდან პეკინის გამზირამდე), პეკინის გამზირის (მიროტაძის ქუჩიდან 26 მაისის მოედნამდე), კოსტავას ქუჩის (26 მაისის მოედნიდან) სააკაძის მოედნამდე, ჭაბუკიანის ქუჩის (სააკაძის მოედნიდან პეკინის გამზირამდე) რეაბილიტაციის პროექტს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს. თბილისის მერის განცხადებით, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, კოსტავას ქუჩაზე ასევე, ველობილიკი მოეწყობა, რომელიც პეკინის გამზირს დაუკავშირდება. „ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ. რეაბილიტაციის პირველ ეტაპზე, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ სამუშაოების ჩატარება დაიწყო, რათა მიწისქვეშა კომუნიკაციების ქსელი სრულად განაახლოს და მოაწესრიგოს. შემდგომი ეტაპი ქუჩის სრული რეაბილიტაციაა, რომელიც გზის საფარისა და განათების ბოძების მოწესრიგებას გულისხმობს. ასევე, ავტობუსებისთვის ორივე მხარეს სპეციალური ზოლი მოეწყობა, იმისთვის, რომ მგზავრებმა უფრო კომფორტულად და სწრაფად გადაადგილება შეძლონ. გზის ერთ მხარეს მოეწყობა ველობილიკიც, რომელიც პეკინის გამზირს დაუკავშირდება. შემდეგში ვგეგმავთ, რომ აღნიშნული ველობილიკი საბურთალოს რაიონში განხორციელებულ სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დავაკავშიროთ და ერთიანი, დიდი წრე შეიკრას“, - განაცხადა კახა კალაძემ. პროექტის ფარგლებში, სარეაბილიტაციო არეალში არსებული საავტომობილო გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოებია დაგეგმილი. გზის სავალ ნაწილზე მოეწყობა ორფენიანი ასფალტობეტონის საფარი, ახალი სანიაღვრე სისტემა და გზის ორივე მხარეს მოწესრიგდება ტროტუარი. ასევე, ახლით შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციების ქსელები. ტროტუარზე განთავსდება სკამები და სტანდარტების შესაბამისად, მოეწყობა შშმ პირთათვის ადაპტირებული გადასასვლელები. სამუშაოების ფარგლებში, 1,2 კმ სიგრძის მონაკვეთის სრული რეაბილიტაციაა გათვალისწინებული, რაც ახალი ბორდიურის, საავტომობილო და ველოსიპედების სავალი ნაწილის მოწყობას გულისხმობს. ასევე, შეიცვლება გარე განათების ბოძები და ახალი, თანამედროვე, განათების ევროპული ტიპის ქსელი დამონტაჟდება. ამასთან, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აღნიშნულ ლოკაციაზე, 700 000 ლარამდე ინვესტიციას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც, წყლისა და წყალარინების ქსელი შეიცვლება. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება, რომლისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 3,5 მლნ ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ენ სი სი“ აწარმოებს. დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე, საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ვახტანგ შაქარიშვილი იმყოფებოდნენ.
(NS)
ელენე ხოშტარიას დედა ბიძინა ივანიშვილს - ვერ გადამირჩები! მე გეყოფი შენ!
მსოფლიო გელოდება MyCellfie APP-ში! მოიგე მეგაბაიტები, ყველაფერი ულიმიტო და PlayStation 5
სპეციალური პენიტენციური სამსახური - ელენე ხოშტარია უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებით
სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)