21:14 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-10 15:56:10, 560 ნახვა

რეგიონი
სტიქიით დაზარალებულ რეგიონებში სატრანსპორტო მოძრაობა სრულად აღდგენილია

სტიქიით დაზარალებულ რეგიონებში სატრანსპორტო მოძრაობა სრულად აღდგენილია, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. 

უწყების ცნობით, ადგილზე მობილიზებული საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები მოძრაობას არეგულირებენ.

"საქართველოს ზოგიერთ რეგიონში, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ავტოტრანსპორტის გადაადგილება ცალკეულ მონაკვეთებზე დროებით შეფერხდა. უხვი ნალექის გამო, საავტომობილო გზები დაიტბორა და მოქალაქეები გარკვეული შეზღუდვებით გადაადგილდებოდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლები სტიქიის ზონებში სატრანსპორტო მოძრაობას არეგულირებენ და მოქალაქეებს გადაადგილებაში ეხმარებიან.

მთელი ღამის განმავლობაში, კახეთში, ფშაველი-აბანო-ომალოს გზის მე-15 კილომეტრთან, ჩამოშლილი მიწის მასის გამო, სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდული იყო. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სხვა შესაბამისი სამსახურები.

რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები სტიქიით შედეგად დაზიანებულ გზებზე მძიმე ტექნიკის დახმარებით, ინტენსიურ გაწმენდითი სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდნენ. დღეს, დილას მოხერხდა გზის აღნიშნული მონაკვეთის ნაშალისგან გათავისუფლება. ამ დროისთვის გზები გაწმენდილია და ავტომანქანები შეფერხების გარეშე გადაადგილდებიან.

ძლიერი წვიმის გამო, ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, ასევე, ჩაქვსა და მახინჯაურში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებით ხორციელდება. ადგილზე მობილიზებული საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები მოძრაობას არეგულირებენ. ძლიერმა წვიმამ პრობლემები შეუქმნა სამეგრელოს რეგიონსაც, თუმცა, ამ ეტაპზე რეგიონში სატრანსპორტო მოძრაობა სრულად აღდგენილია და გზებზე არსებულ ვითარებას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს.

სტიქიის შედეგად, გურიის რეგიონში დილის საათებში გზებზე მცირედი შეფერხება იყო. სატრანსპორტო მოძრაობა შეუფერხებლად ხორციელდება", - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში. 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
აქტივისტი ალბი კორძაია ახალ მიმართვას ავრცელებს სადაც სავარაუდო გაუპატიურებაზე საუბრობს
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics