15:19 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-09 16:55:22, 794 ნახვა

საზოგადოება
შსს-ში მიმდინარე საგამოძიებო სისტემის რეფორმის ფარგლებში ტრენერ გამომძიებელთა გადამზადება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროში საგამოძიებო სისტემის რეფორმირების პროცესი მიმდინარეობს. რეფორმის ფარგლებში გამომძიებელთა გადამზადება დაიწყო.

ტრენერი გამომძიებლების სამდღიანი ტრენინგი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ნათია მეზვრიშვილმა გახსნა და სწავლების მონაწილეებს მიმდინარე რეფორმის შესახებ ესაუბრა.

რეფორმის მიზანია საგამოძიებო, ოპერატიული და საუბნო მიმართულებების ერთმანეთისგან გამიჯვნა, სპეციალიზაციის დანერგვა და გამოძიების ხარისხის ამაღლება. ახალი სტრუქტურა მიმდინარე წელს თბილისში პილოტურად დაინერგება.

გადამზადების კურსი მოიცავს როგორც ეროვნულ კანონმდებლობას, ასევე, საერთაშორისო სტანდარტებს და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს.

გამომძიებლებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში შესაბამისი ტესტირება უკვე გაიარეს. ტესტირების შედეგების, დატვირთვის, წარმოებაში არსებული საქმეების გამოძიების ხარისხის, საგამოძიებო სისტემაში მუშაობის გამოცდილების და ხელმძღვანელის დახასიათების საფუძველზე მოხდა პოტენციური ტრენერების იდენტიფიცირება, რომლებმაც ორეტაპიანი კონკურსი გაიარეს. შედეგად, შეირჩა 25 ტრენერი გამომძიებელი, რომლებიც, პროკურორებთან და პოლიციის აკადემიის ტრენერებთან ერთად, სამინისტროს მასშტაბით გამომძიებლებს გადაამზადებენ.

ტრენერთა გადამზადების პირველი ეტაპი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მხარდაჭერის პროექტის“ ფარგლებში მიმდინარეობს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარიას დედა ბიძინა ივანიშვილს - ვერ გადამირჩები! მე გეყოფი შენ!
მსოფლიო გელოდება MyCellfie APP-ში! მოიგე მეგაბაიტები, ყველაფერი ულიმიტო და PlayStation 5
სპეციალური პენიტენციური სამსახური - ელენე ხოშტარია უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებით
სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics