|
2018-08-09 14:49:23, 1147 ნახვა
კომენტარი
სერგეენკო - მარიხუანას ლეგალიზებამ გადაუდებელი საჭიროება შექმნა, რომ ხელისუფლების მხრიდან სწრაფი რეაგირება მოხდეს
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მარიხუანას ლეგალიზაციის საკითხს გამოეხმაურა. როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუმარტა, მარიხუანას ლეგალიზებამ გადაუდებელი საჭიროება შექმნა, რომ ხელისუფლების მხრიდან სწრაფი რეაგირება მოხდეს. "საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ორი საჭიროება დადგა, რაც პრიორიტეტული იყო, მაგრამ არა სწრაფად განსახორციელებელი. გაჩნდა ერთგვარი საკანონმდებლო და რეგულაციური ვაკუუმი, როდესაც უნდა გაიმიჯნოს და განისაზღვროს ასაკი, პროფესიები და კიდევ სხვა ფაქტორები, ვისზეც ეს არ გავრცელდება. მაგალითად სამუშაო საათებში გარკვეული პროფესიების მქონე ადამიანებზე და ასე შემდეგ. მეორეს მხრივ, აღმასრულებელ ხელისუფლებას გაუჩნდა საჭიროება იმისა, რომ პრევენციის და რეაბილიტაციის პროგრამა, რაც კი ქვეყანაში არსებობს, ბევრად უფრო მოცულობითი და ბევრად უფრო სწრაფად შედეგზე ორიენტირებული გახდეს“, - განაცხადა სერგეენკომ.
კობახიძე - ყველანაირი ფასი აქვს დაკარგული ევროპარლამენტის რეზოლუციებს
კობახიძე - სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო შეასრულებს განსაკუთრებულ როლს, რომ თავი დავიცვათ სიძულვილისგან, აგრესიისგან
სიკორსკი ზელენსკიზე ორდენის ჩამორთმევაზე - ისტორიულ-ორდენების ომის გამარჯვებული შეიძლება იყოს მხოლოდ მოსკოვი
ტუსკი ზელენსკითვის თეთრი არწივის ორდენის ჩამორთმევაზე - პუტინს ახარებს და შოკში აგდებს ჩვენს მოკავშირეებს
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ზელენსკის მიერ ორდენის ჩამორთმევის გამო, სიბიჰა პოლონეთს სახელმწიფო ჯილდოს დაუბრუნებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)