01:05 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-04 11:53:52, 714 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერიის ინფორმაციით, ქეთევან წამებულის გამზირზე სკვერში სასტუმრო არ შენდება

თბილისის მერია ქეთევან წამებულის გამზირზე დაგეგმილ მშენებლობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმად, სასტუმროს მშენებლობა გამზირზე არსებულ სკვერში იგეგმება, სადაც ფარნავაზ მეფის ძეგლი დგას.

დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ მიწის ნაკვეთი, სადაც სასტუმრო აშენდება, მიმდებარედ არსებული სკვერის ტერიტორიას არ წარმოადგენს. მერიაში აღნიშნავენ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობა დაშვებულია.

„ქეთევან დედოფლის გამზირი N29-ის მდებარე ტერიტორია კერძო საკუთრებაა. ტერიტორია გასხვისებულია თბილისის მერიის მიერ 2010 წელს. აღნიშნულ ტერიტორიაზე დაშვებულია სასტუმროს მშენებლობა (სარეკრეაციო ზონა 2 (რზ2). მერიის აქრიტექტურის სამსახურში ამ ეტაპზე შემოსული განაცხადის საფუძველზე შეთანხმებულია მხოლოდ პროექტი, ნებართვა გაცემული არ არის. პროექტის შეთანხმება მოხდა 2015 წლის 22 მაისს. აღნიშნული მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს მიმდებარედ არსებული სკვერის ტერიტორიას. შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია, რომ სკვერში იგეგმება სასტუმროს მშენებლობა არ შეესაბამება სიმართლეს“, - ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

შეგახსენებთ, თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის ინფორმაციით, ქეთევან წამებულის გამზირზე, სკვერში, სადაც ფარნავაზ მეფის ძეგლი დგას, 6-სართულიანი სასტუმრო უნდა აშენდეს.

მერიის არქიტექტურის სამსახურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, პროექტი III კლასის შენობის, სასტუმროს აშენებას ითვალისწინებს. მისი განაშენიანების ფართობი 574 კვ.მ. იქნება. დამკვეთი კი ნიკოლოზ ოკლეია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics