13:54 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-07 11:38:10, 670 ნახვა

პოლიტიკა
ბახტაძე: 10 წლის წინ, ქართველმა ხალხმა თავის თავზე კიდევ ერთხელ იწვნია რუსეთის ღია აგრესია

აგვისტოს ომიდან 10 წლის შემდეგ, კვლავ გრძელდება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია და უკანონო მოქმედებები მათი ფაქტობრივი ანექსიის მიმართულებით, - ამის შესახებ პარლამენტში მიმდინარე კონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოსა და საერთაშორისო თანამეგობრობის სამშვიდობო ძალისხმევის მიუხედავად, ომის შემდგომი პერიოდი იყო მავთულხლართების, ძალადობის, მშვიდობიანი მოსახლეობის დაშინების, იზოლაციის, ზეწოლის, ეთნიკური დისკრიმინაციის და უკანონო დაკავების 10 წელი.

„მთელი ამ პერიოდის განმავლობაში კონფლიქტით დაზარალებული ადგილობრივი მოსახლეობა უმძიმეს პირობებში და ხშირ შემთხვევაში საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად აგრძელებს ცხოვრებას. ოკუპაციამ და ადგილზე არსებულმა უკანონობამ, სამწუხაროდ, ომის შემდგომაც შეიწირა მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე. იძულებით გადაადგილებული პირების - არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის სიცოცხლის ხელყოფა საოკუპაციო რეჟიმების მიერ კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ძალიან შორს ვართ კონფლიქტის მოწესრიგებისგან. 

დღევანდელი დღე არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე საქართველოს თანამედროვე ისტორიაში. ეს არის დღე, რომელიც უკავშირდება ტკივილს და უსამართლობას, დღე, რომელიც არ არის მხოლოდ 10 წლის წინანდელი წარსული, ეს გამოწვევები დღემდე ღიად რჩება და ის არის მთავარი ბარიერი არსებული გამოწვევების მშვიდობიანად გადაჭრის მოლოდინში. 

ზუსტად 10 წლის წინ, ქართველმა ხალხმა თავის თავზე კიდევ ერთხელ იწვნია რუსეთის ღია აგრესია. რუსეთის ფართო სამხედრო ინტერვენციამ და მოგვიანებით საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში საჰაერო იერიშების მიტანამ მიიღო სრულმასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების სახე. ეს იყო ომი, რომელსაც მოყვა საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია, ეთნიკური წმენდის კიდევ ერთი ტალღა და ასეულობით ათასი ახალი დევნილი. აგრესიის შედეგად განადგურდა ათეულობით ქართული სოფელი, რუსეთის ფედერაციამ მოახდინა საქართველოს კონტროლის ქვეშ არსებული 5 ხეობის და 100-ზე მეტი სოფლის ოკუპაცია. აგვისტოს ომმა შეიწირა ათეულობით ადამიანი, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე. 10 წლის შემდეგ კვლავ გრძელდება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია და უკანონო მოქმედებები მათი ფაქტობრივი ანექსიის მიმართულებით. საქართველოსა და საერთაშორისო თანამეგობრობის სამშვიდობი ძალისხმევის მიუხედავად, ომის შემდგომი პერიოდი იყო მავთულხლართების, ძალადობის, მშვიდობიანი მოსახლეობის დაშინების, იზოლაციის, ზეწოლის, ეთნიკური დისკრიმინაციის და უკანონო დაკავების 10 წელი“, - განაცხადა პრემიერმა. 


 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მომსახურების სააგენტო პირებს ვისაც 365-დღიანი ვადა უახლოეს პერიოდში ეწურებათ, გამოცდის დაჯავშნის პროცესს ამარტივებს
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
კობახიძე - 26 მაისს ოპოზიციის ინიციატივები სრული წარუმატებლობისთვის არის განწირული
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics