2018-08-06 12:51:16, 935 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე განცხადებას დღეს გააკეთებს
დამოუკიდებელი კანდიდატი და პარლამენტის წევრი, სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით განცხადებას, დღეს, 17:00 საათზე, გააკეთებს.
ზურაბიშვილი პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს ხვდება.
„მე ახლა მოვედი პარლამენტის თავმჯდომარესთან, რომ გავაფრთხილო, დღეს 17:00 საათზე ვაკეთებ განცხადებას ჩემთან და თქვენც, ყველას გაფრთხილებთ, რომ 17:00 საათზე შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩემთან და განცხადებას გავაკეთებ“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მმართველ გუნდს გადაწყვეტილება, საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავსირებით, ამ დრომდე არ მიუღია.
ავტორი: ,