|
2018-08-05 12:23:10, 1106 ნახვა
საზოგადოება
ავარიის დროს დაშავებული 9 ადამიანი საავადმყოფოში რჩება, ორი მათგანის მდგომარეობა მძიმეა
ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ავარიის დროს დაშავებული სამი პაციენტი მცხეთის „ჯეო ჰოსპიტალსის“ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. ამ დროისთვის 9 ადამიანი სამკურნალო დაწესებულებაში რჩება. მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა. ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან. ორივე პაციენტს ჩაუტარდა გადაუდებელი ტრავმატოლოგიური ოპერაცია. ქირურგიულ განყოფილებაში მოათავსეს ავარიის დროს დაშავებული 4 არასრულწლოვანი. მათი მდგომარეობა სტაბილურია. იაშვილის სახელობის კლინიკაში მოთავსებულ ორ არასრულწლოვანიდან, ერთი მოზარდი გუშინ გაწერეს, ხოლო მეორე პაციენტი კლინიკას დღეს საღამოს დატოვებს. თბილისის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო ავტობუსი სოფელ ფერმასთან სატვირთო ავტომობილს გუშინ შეეჯახა. ავარიის დროს დაიღუპა ერთი ახალგაზრდა, 1992 წელს დაბადებული მამაკაცი, ხოლო დაშავდა 13 ადამიანი.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)