11:12 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-04 11:39:05, 804 ნახვა

საზოგადოება
მეხანძრე-მაშველს, რომელმაც ჩვილი გადაარჩინა ფულადი ჯილდო გადასცეს

მეხანძრე-მაშველ ალექსანდრე შუკვანს, რომელმაც ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ხანძრისას, ჩვილი გადაარჩინა, ფულადი ჯილდო გადაეცა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, მაშველს კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, საზღვარგარეთ სასწავლო კურსით გააგზავნიან. მეხანძრე-მაშველს მადლობის სიგელიც გადასცეს.

მეხანძრე-მაშველს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი შალვა ხუციშვილი შეხვდა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა. 

შეგახსენებთ, რომ თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, საცხოვრებელ სახლში ხანძარი 2 აგვისტოს გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დაიწვა 30 კვ.მ. უწყების ცნობით, ხანძრისას მაშველები მოქალაქეების ევაკუაციას ახორციელებენ, მათ შორის საცხოვრებლიდან გამოიყვანეს მცირეწლოვანი ბავშვიც.

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სენატორმა მერფიმ ირანთან დადებულ შეთანხმებას აშშ-ის კაპიტულაცია უწოდა
ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი ცნობილია
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ილია თოფურია ჯასტინ გეიჯთან დამარცხდა
ვენსის თქმით, ირანთან შეთანხმება ახლო აღმოსავლეთში ახალ ერას იწყებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics