18:14 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-04 10:31:45, 1553 ნახვა

მსოფლიო
რუსეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნას 18 ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთში, კრასნოიარსკის ოლქში სამგზავრო ვერტმფრენი ჩამოვარდა, რის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, ვერტმფრენი კომპანია Utair-ს ეკუთვნოდა. ბორტზე სულ 18 ადამიანი იმყოფებოდა - ეკიპაჟის 3 წევრი და 15 მგზავრი. 

მედიის ცნობით, ვერტმფრენს კომპანია „ვანკორის“ თანამშრომლები გადაჰყავდა. აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ნორმების დაცვის შესაბამისობაზე დაიწყო, რამაც 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

მოგვიანებით რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვერტმფრენი სხვა ვერტმფრენს დაეჯახა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
კალაძემ მეგობარი პოლონეთი ქართული ტელევიზიის დაარსების გამო, ქართულ ეკლესიაზე შეტევაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics