11:11 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-03 14:06:49, 933 ნახვა

საზოგადოება
ომბუდსმენი: 25 წელიწადში ომების გამო, საქართველოში 278 ათასზე მეტი დევნილია

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი 25 წლის განმავლობაში ომის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობის სტატისტიკას აქვეყნებს. 

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ეს არაა სრული მონაცემები. არსებობს კიდევ ბევრი ადამიანი, რომელთაც კონფლიქტის შედეგად დატოვა ქვეყნის ფარგლები და რომელთა შესახებაც მონაცემები არ მოიპოვება

"1990-იანი წლებისა და 2008 წლის ომების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის რიცხვი მასშტაბურია: 278 103 იძულებით გადაადგილებული პირი, დაახლოებით 200 000 აფხაზეთის მკვიდრი (მათ შორის, გალის რაიონში მცხოვრები დაახლოებით 40 000 ეთნიკური ქართველი), დაახლოებით 20 000-30 000 ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მკვიდრი (მათ შორის, ახალგორის მუნიციპალიტეტის 1000-მდე ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა) და კიდევ ბევრი, ვინც კონფლიქტის შედეგად დატოვა ქვეყნის ფარგლები და რომელთა შესახებაც მონაცემები არ მოიპოვება

მიუხედავად იმისა, რომ დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროცესი სახელმწიფოს პრიორიტეტს წარმოადგენს, ამ ეტაპზე 52 008 დევნილი ოჯახი, რეგისტრირებულ დევნილთა 58% კვლავ თავშესაფრის მიღების მოლოდინშია.  ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დარჩენილი დევნილთა სახლები მიწასთანაა გასწორებული. აფხაზეთში კი „უპატრონო" ქონებად ითვლება და დე ფაქტო „სახელმწიფოს" საკუთრებაში გადადის, რითაც იძულებით გადაადგილებულ პირებს სარგებლობის უფლება ეზღუდებათ", - წერია სახალხო დამცველის გვერდზე გავრცელებულ მონაცემებში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სენატორმა მერფიმ ირანთან დადებულ შეთანხმებას აშშ-ის კაპიტულაცია უწოდა
ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი ცნობილია
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ილია თოფურია ჯასტინ გეიჯთან დამარცხდა
ვენსის თქმით, ირანთან შეთანხმება ახლო აღმოსავლეთში ახალ ერას იწყებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics