12:47 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-02 14:14:45, 916 ნახვა

პოლიტიკა
სოზარ სუბარი: ნინო გვენეტაძეს გადადგომის სხვა მიზეზი რომ ჰქონოდა, დარწმუნებული ვარ, დასახელებას არ მოერიდებოდა

„რამდენიმე თვის წინ ყველამ ერთად მოვისმინეთ, როცა ნინი გვენეტაძე იუსტიციის საბჭოში არსებულ დისკომფორტზე და მის მიმართ ზეწოლაზე საუბრობდა. თუმცა, არ მგონია, რომ ეს მიზეზი გამხდარიყო“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა, სოზარ სუბარმა განუცხადა.
სოზარ სუბარის თქმით, მისთვის ნინო გვენეტაძის გადაწყვეტილება ძალიან მოულოდნელი იყო. 
მან ასევე აღნიშნა, რომ გვენეტაძემ გადადგომის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა და მისი აზრით, ეს სავარაუდოდ ასეა.
„ტაძარში თქვენთან ერთად ვიდექი, როდესაც ეს ინფორმაცია გავიგე. არც გამიგია, რომ მას როდესმე მსგავსი გადაწყვეტილების სურვილი ჰქონდა. მე რაც წავიკითხე, მან განაცხადა, რომ ეს ჯანმრთელობის გამოა. სავარაუდოდ ალბათ ასეა. ნამდვილად არ მაქვს სხვა ინფორმაცია, რამე სხვა მიზეზი ხომ არ არსებობს. რამდენიმე თვის წინ ყველამ ერთად მოვისმინეთ, როცა ის იუსტიციის საბჭოში არსებულ დისკომფორტზე და მის მიმართ ზეწოლაზე საუბრობდა. თუმცა, არ მგონია, რომ ეს მიზეზი გამხდარიყო. რადგან მან თქვა, რომ ჯანმრთელობის მიზეზია, ალბათ ეს უნდა ვივარაუდოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, ის სხვა მიზეზის დასახელებას არ მოერიდებოდა“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.
შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე დაკავებულ თანამდებობას ტოვებს. ნინო გვენეტაძე გადადგომის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობას და საზღვარგარეთ რამდენიმეთვიანი მკურნალობის საჭიროებას ასახელებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე - 26 მაისს ოპოზიციის ინიციატივები სრული წარუმატებლობისთვის არის განწირული
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
ივანიშვილის პრემიერი - მოლდოვაში მედიის თავისუფლება დიდი ხანია, ფეხქვეშ არის გათელილი
კობახიძე: მედიის თავისუფლება არაფრად უღირს ევროპარლამენტს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics