|
2018-08-02 10:35:52, 874 ნახვა
პოლიტიკა
ცესკომ საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი დაამტკიცა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გუშინდელ სხდომაზე საპრეზიდენტო არჩევნების საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი დაამტკიცა. როგორც „ექსპრესნიუსს“ ცესკო-დან აცნობეს, გრაფიკში დეტალურად არის აღწერილი არჩევნებთან დაკავშირებული ღონისძიებები და ვადები. „2018 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება. 1-ელ აგვისტოს ძალაში შევიდა საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით გამოცემული განკარგულება არჩევნების დანიშვნის შესახებ. საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, სხდომაზე ცესკომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის კანდიდატის წარსადგენად საჭირო ხელმოწერების მინიმალური ოდენობაც დაადგინა. პოლიტიკური გაერთიანებისა და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენა დადასტურებული უნდა იყოს არანაკლებ 25 923 ამომრჩევლის ხელმოწერით. როგორც სხდომის შემდეგ ცესკოში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, იწყება პარტიებისა და საინიციატივო ჯგუფების მომართვისა და კანდიდატების რეგისტრაციის პროცესი. გარდა ამისა, მისივე თქმით, აკრედიტაციის მსურველ ორგანიზაციებსა და მედია საშუალებების წარმომადგენლებს რეგისტრაციის გავლის მიზნით შეუძლიათ მიმართონ შესაბამის საარჩევნო კომისიებს. „შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის მიზნით, პარტიას ან საინიციატივო ჯგუფს უკვე აქვს შესაძლებლობა მომართოს ცესკოს თავმჯდომარეს განცხადებით, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს დროულად დაიწყონ მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერების შეგროვების პროცედურები. რაც შეეხება წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) წარმოების წესებს, ასევე საბიუჯეტო თანხების, თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენების აკრძალვასთან დაკავშირებულ ნორმებს - აღნიშნული ნორმები საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე ამოქმედდება“, - განაცხადა ანა მიქელაძემ. მისივე თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მედიას მოუწოდებს აქტიურად ჩაერთონ საარჩევნო პროცესებში და თითოეულ მათგანს უსურვებს წარმატებას საკუთარი საქმიანობის განხორციელების პროცესში.
კობახიძე - 26 მაისს ოპოზიციის ინიციატივები სრული წარუმატებლობისთვის არის განწირული
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
ივანიშვილის პრემიერი - მოლდოვაში მედიის თავისუფლება დიდი ხანია, ფეხქვეშ არის გათელილი
კობახიძე: მედიის თავისუფლება არაფრად უღირს ევროპარლამენტს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)