|
2018-08-01 17:01:19, 563 ნახვა
საზოგადოება
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Dunkin Donuts იხსნება
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შემდეგ, „დანკინ დონატსის“ ამერიკული რესტორანი 3 აგვისტოს ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში გაიხსნება. ქუთაისში, რიგით მეორე და საქართველოს მასშტაბით მე-20 „დანკინ დონატსის“ რესტორანში 20 ადამიანი დასაქმდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, ,,დანკინ დონატსის“ რესტორანი აეროპორტში რიგით მეოთხე კვების ობიექტი იქნება. ქეთევან ალექსიძის განცხადებით, საერთაშორისო ბრენდებისთვის კომერციული კუთხით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი სულ უფრო საინტერესო ხდება. ,,ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ ქუთაისის აეროპორტის განვითარების სტრატეგიაზე. როგორც ახალი ავიაკომპანიების შემოყვანისა და ავიამიმართულებების დამატების კუთხით, ასევე, ტერმინალში კომერციული და კვებითი ობიექტების ზრდის მიმართულებით. ტურისტული ნაკადის ზრდასთან ერთად იზრდება მგზავრების მოთხოვნებიც. ამიტომ ქუთაისის აეროპორტში ჩამომფრენ და გამფრენ მგზავრებს არჩევანის საშუალება უნდა ჰქონდეთ. ადგილობრივის შემდეგ ქუთაისის აეროპორტში საერთაშორისო ბრენდის რესტორანი იხსნება. იმედი გვაქვს, რომ აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ადგილობრივი ბიზნესის მხრიდან დაინტერესება კიდევ უფრო გაიზრდება,-‘’ განაცხადა ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა ქეთევან ალექსიძემ. „დანკინ დონატსი“ ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბრენდია, რომელიც თითქმის 70 წელია მსოფლიოს 40 ქვეყანაში წარმატების ისტორიას ქმნის. 2015 წლიდან „მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივის ფარგლებში ამერიკული რესტორნების ქსელმა „დანკინ დონატსმა“ იმპორტის უდიდესი წილი ქართული პროდუქტებით ჩაანაცვლა და მომხმარებელს ქართული პროდუქტებით დამზადებულ ყოველდღიურად ახალ, უსაფრთხო, მაღალი ხარისხის კერძებს სთავაზობს. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში „დანკინ დონატსის“ რესტორანში ტრადიციულად შეთავაზებაში იქნება საქართველოს ბაზარზე ხარისხით სრულიად გამორჩეული ცხელი და ცივი ყავა და ყავის პროდუქტები, 20-ზე მეტი დასახელების სხვადასხვა პროდუქტი, როგორც ქართული ასევე უცხოური სამზარეულოდან და თბილისის დონატების ქარხანაში დამზადებული დონატების ნაირსახეობა და ფრანგული წარმოების ფუნთუშეული.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)