|
2018-08-01 16:31:52, 516 ნახვა
საზოგადოება
დავითაშვილი: აბსურდია საუბარი, რომ უნიკალური დენდროლოგიური პარკის მოწყობის პროცესი ნეგატიურ გავლენას ახდენს გარემოზე
„საქართველოს უნიკალური დენდროლოგიური პარკი ექნება. ფაქტია, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებით, ჩვენს ქვეყანაში მორიგი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. ფაქტობრივად, ბუნების ახალი ძეგლი იქმნება. უბრალოდ აბსურდია იმაზე საუბარი, რომ ასეთი უნიკალური ტერიტორიის მოწყობა ნეგატიურ ზემოქმედებას ახდენდეს გარემოზე“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა. მინისტრის განცხადებით, ყველაფერი კანონმდებლობის შესაბამისად ხორციელდება. სამწუხაროდ, ჩვენს სახელმწიფოს არ გააჩნია ფუფუნება მნიშვნელოვანი რესურსი გამოყოს ისეთი პროექტების განსახორციელებლად, როგორიცაა დენდროლოგიური პარკი, თანამედროვე საკონცერტო დარბაზი, უნიკალური სანაშენე მეურნეობა, აღდგენილი კულტურული მემკვიდრეობის ასობით ძეგლი. ბატონი ბიძინას მეცენატობით, ჩვენ გვაქვს ეს სიკეთეები. გახსოვთ, ალბათ, შეკვეთილში აშენებული საკონცერტო დარბაზის სახელმწიფოსთვის გადაცემის ფაქტის შესახებაც აბსურდული ინფორმაცია ვრცელდებოდა. ამ შემთხვევაშიც ადგილი ჰქონდა კეთილი საქმის დისკრედიტაციის მცდელობას. წარმოუდგენელია, ჩვენმა მოსახლეობამ დაიჯეროს, რომ დარბაზი ბიძინა ივანიშვილმა სახელმწიფოს იმიტომ გადასცა, რომ მისი შენახვა ძვირი იყო. ეს უბრალოდ აბსურდია. არ შემიძლია არ ვახსენო ჯიღაურას მეურნეობა. ქართული ვაზის გენოფონდი ბატონმა ბიძინამ გადაარჩინა. ეს არის უნიკალური წყარო მეღვინეობის დარგის განვითარებისთვის. ჩვენი მოსახლობის დიდმა ნაწილმა და, პრაქტიკულად, ყველა ფერმერმა კარგად იცის, რომ ჯიღაურას მეურნეობა აგრო ბიომრავალფეროვნების მთავარი ცენტრია. ჩვენ მოგვეცა საშუალება და გადაშენების პირას მყოფი ჯიშები გადავარჩინეთ. ჯიღაურას მეურნეობა ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) მიერ მსოფლიოში საუკეთესო კოლექციად არის აღიარებული. დღეს ეს მეურნეობა, ეს უნიკალური საცავი სახელმწიფოს საკუთრებაა, საჩუქარია ბიძინა ივანიშვილისგან. ეჭვი არ მეპარება, ჩვენი ქვეყნის მოსახელობას ზუსტად ესმის ამ პროექტების მნიშვნელობა“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)