15:21 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-01 15:59:49, 832 ნახვა

კომენტარი
„საკონსტიტუციო სასამართლოზე თავდასხმა უპასუხისმგებლოა“ - პრეზიდენტი მარიხუანას ლეგალიზაციას მხარს უჭერს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მარიხუანასთან ლეგალიზაციასთან დაკავშირებით, დადებითად აფასებს

პრეზიდენტის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ის სრულად იზიარებს აზრს, რომ ადამიანებს მავნე ჩვევების გამო ციხეში არ უნდა სვამდნენ.

„74% ფიქრობს, რომ მარიხუანას მოხმარება არ არის კარგი და დადებითი ჩვევა. მე შემიძლია შევუერთდე ამ 74%, ალბათ შემიძლია შევუერთდე 99% ვისაც მიაჩნია, რომ სიგარეტის მოხმარება არის კატასტროფა, ალბათ შემიძლია შევუერთდე 100% რომელიც თვლის, რომ ალკოჰოლის მოხმარება არის ცუდი, მაგრამ უნდა გავავლოთ ზღვარი ცუდი და კარგი ჩვევა ერთია და მეორე საკითხია, ამის გამო ადამიანები რამდენად უნდა გვყავდეს ჩასმული ციხეში. უნდა ვისწავლოთ ამ ზღვრის გავლება. აქ ლაპარაკია, რომ ადამიანები ციხეში არ უნდა იყოს ამის გამო. სრულიად სწორი, ღირებულებით გამართული და თავისუფლებაზე არის ორიენტირებული სასამართლოს გადაწყვეტილება. ერთია არ მოგწონდეს რაღაც და მეორე რომ ამის გამო ადამიანს ციხეში სვამდე. თავისუფალი საზოგადოება ამ ზღვარს ძალიან აფართოვებს. მხარს ვუჭერ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და მიმაჩნია, რომ უპასუხისმგებლოა თავდასხმები საკონსტიტუციო სასამართლოზე. ინსტიტუტებს ამ ბოლო დროს ძალიან იოლად ესხმიან თავს, მარჯვნიდან, მარცხნიდან, ზემოდან, ქვემოდან, ამ ინსტიტუტებს თუ დავანგრევთ მაინტერესებს ვინ დაიცავს კანონს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველანაირი ფასი აქვს დაკარგული ევროპარლამენტის რეზოლუციებს
კობახიძე - სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო შეასრულებს განსაკუთრებულ როლს, რომ თავი დავიცვათ სიძულვილისგან, აგრესიისგან
სიკორსკი ზელენსკიზე ორდენის ჩამორთმევაზე - ისტორიულ-ორდენების ომის გამარჯვებული შეიძლება იყოს მხოლოდ მოსკოვი
ტუსკი ზელენსკითვის თეთრი არწივის ორდენის ჩამორთმევაზე - პუტინს ახარებს და შოკში აგდებს ჩვენს მოკავშირეებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics