05:56 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-01 13:41:57, 803 ნახვა

კომენტარი
საყვარელიძე NDI-ის კვლევაზე: გაუგებარი შედეგია - მეეჭვება ენმ-ს არჩევნებში მოგების შანსი ჰქონდეს

ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში რამაზ საყვარელიძე NDI-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას, რომლის თანახმადაც გამოკითხულთა 12% საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმას "ქართულ ოცნებას", ხოლო 10% "ნაციონალურ მოძრაობას" მისცემდა, ეჭვის თვალით უყურებს. 

როგორც ექსპერტმა "ექსპრესნიუსთან" საუბარში აღნიშნა, მისთვის გაუგებარია თუ რატომ აქვს "ქართულ ოცნებას" 12%-იანი მაჩვენებელი. 

‘’ჩემთვის პირადად გაუგებარი შედეგია, იმ თვალსაზრისით, რომ 12%  აქვს,,ქართულ ოცნებას’’. როცა საუბარია მხოლოდ პარტიაზე, პრაქტიკულად, არასოდეს არ ჰქონია მსგავსი შედეგი. რაც შეეხება ‘’ნაციონალური მოძრაობის’’ მოგების შანსებს, პრეზიდენტი ერთია, ერთიანი იდეაა და მეეჭვება მათ მოგების შანსი ჰქონდეთ. ჯერ ერთი მეეჭვება, ეს მონაცემი იყოს სწორი, მეორეც, ,,ნაციონალურმა მოძრაობამ’’ მოახერხოს რეიტინგის გაზრდა, იმიტომ, რომ მისი საპრეზიდენტო კანდიდატი უკვე ბევრ შეცდომას უშვებს და საეჭვოა, მისმა გამონათქვამებმა მიიზიდოს მსმენელი. ჯერჯერობით არცერთ არჩევნებში ,,ნაციონალურ მოძრაობას’’ რაიმე არსებული, გარდა იმ 10–13 პროცენტისა, არ მოუპოვებია’’, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

შეგახსენებთ, რომ NDI- ს კვლევების თანახმად, კითხვაზე – ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, რესპოდენტთა 15%-მა განაცხადა, რომ არც ერთ კანდიდატს ხმას არ მისცემდა, 12%-მა "ქართული ოცნების"  კანდიდატი დაასახელა, 10% „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს დაუჭერდა მხარს, 6% - გიორგი მარგველაშვილს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics