08:57 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-31 16:30:29, 742 ნახვა

საზოგადოება
მუხურის მეფუტკრეობის ბაზაზე სკოლის მოსწავლეებს სემინარი ჩაუტარდათ

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მუხურის მეფუტკრეობის ბაზაზე ადგილობრივი სკოლის მოსწავლეებს სემინარი ჩაუტარდათ. მოსწავლეები მეფუტკრეობის დარგის მნიშვნელობას, ფუტკრის ოჯახის ბიოლოგიას და მუხურის მეფუტკრეობის ბაზაზე განხორციელებულ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას გაეცნენ.

სკოლის მოსწავლეებმა ბაზაზე არსებული მორფოლოგიური და ექსტერიერული კვლევის და ხელოვნური განაყოფიერების ლაბორატორიები დაათვალიერეს. 

მუხურის მეფუტკრეობის ბაზა 2017 წლის ბოლოს გაიხსნა. ბაზაზე ენდემური პოპულაციების  შენარჩუნებისა და გავრცელების სამუშაოების გარდა, მეგრული პოპულაციის ნარევი ფუტკრისგან გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს.

ბაზაზე ფერმერებისა და დაინტერესებული პირებისთვის სისტემატურად ეწყობა სემინარები ფუტკრის ოჯახების მოვლა-მოშენების და დაავადებების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების გატარების შესახებ. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ ირანი და აშშ მოლაპარაკებებისთვის 60 დღეს გამოყოფენ
აშშ-მ და ირანმა შეთანხმება დადეს, ომი შეწყდა
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics