|
2018-07-31 13:10:45, 1080 ნახვა
საზოგადოება
ნუცუბიძის ფერდობზე „ავერსის“ ახალი აფთიაქი გაიხსნა
"ავერსის" სააფთიაქო ქსელს თანამედროვე დიზაინით მოწყობილი კიდევ ერთი აფთიაქი შეემატა, რომელიც დღეიდან ნუცუბიძის მეორე მიკრორაიონის მოსახლეობას წამლებისა თუ პარაფარმაცევტული ნაწარმის მრავალფეროვან არჩევანს და კვალიფიციური ფარმაცევტების მომსახურებას შესთავაზებს. ღია დახლები, კუნძულები და პროდუქციის თემატური განლაგება არჩევანს ადვილებს და მომხმარებლის კომფორტზეა გათვლილი, დახვეწილი ინტერიერი და განათების თანამედროვე სისტემა კი სასიამონო განწყობას ქმნის. წითელი ლენტის გაჭრას, "ავერსული" ტრადიციისამებრ, ტორტი, ფურშეტი და სიურპრიზები ახლდა თან. ეს, როგორც "ავერსის" დამფუძნებელმა გვითხრა, "ავერსის" ქსელის უკვე 239-ე ფილიალია. - ნუცუბიძის პლატოს მოსახლეობისგან არაერთი წერილი მივიღეთ თხოვნით, ამ უბანში აფთიაქი გაგვეხსნა, – აღნიშნა პაატა კურტანიძემ, – ჩვენდა სასიხარულოდ, ფართი მოიძებნა, გარემონტდა და დღეიდან ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობას "ავერსის" კიდევ ერთი თანამედროვე სტანდარტების აფთიაქი მოემსახურება. "ავერსის" სააფთიაქო ქსელის დირექტორმა ეკა ბურძენიძემ კი აღნიშნა, რომ ქსელის ერთგულ მომხმარებლებს კიდევ ბევრი სასიამოვნო სიახლე ელით: - ეს "ავერსის" პირველი აფთიაქია ნუცუბიძის ფერდობზე. მოსახლეობას, როგორც ყოველთვის, მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ნაწარმს შევთავაზებთ. რა თქმა უნდა, მას ელის უამრავი სიურპრიზიც. მაგალითად, დღეს და ხვალ ახალი აფთიაქის ყოველი მომხმარებელი "ავერსის" სასაჩუქრე ნაკრებს მიიღებს. საჩუქრები, ფასდაკლებები და სხვა საინტერესო აქციები მომავალშიც გაგრძელდება. იზოლდა აფხაზავა ახალი აფთიაქის პირველი მომხმარებელი გახლავთ: - მიხარია, რომ წამლებისა თუ თავის მოვლის საშუალებების შესაძენად ამიერიდან შორს წასვლა აღარ მომიწევს, – გვითხრა მან, – თანაც ვენდობი "ავერსს". პროდუქციის ხარისხით უზომოდ კმაყოფილი ვარ, კეთილგანწყობილი, გულისხმიერი ფარმაცევტების წყალობით კი "ავერსის" აფთიაქებში ყოველთვის საოცრად დადებითი ატმოსფეროა.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)