19:50 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-31 12:45:00, 593 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე: ტურიზმის ელჩის შესახებ კონცეფცია მუშავდება

დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე აჭარაში მიმდინარე წარმატებული ტურიტული სეზონის შესახებ განცხადება გააკეთა. მისი თქმით,  ორი კვარტლის მაჩვენებლით საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების 23%-იანი მატება გვაქვს, ბათუმის აეროპორტში კი 46%-იანი ზრდა.

„არსებული მონაცემებით შეიძლება ითქვას, რომ 2018 წელი ამ მხრივ იქნება უპრეცედენტო" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ტურიზმის ელჩის ინიციატივის შესახებ ისაუბრა. როგორც თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, კონცეფციაზე მუშაობა დაწყებულია. „ჩვენ სამიზნე ქვეყნებში გვეყოლება ტურიზმის ელჩები, რომელიც დაგვეხმარებიან მარკეტინგული თუ სხვა ტიპის აქტივობების განხორციელებაში, რადგან მეტ ადამიანს ჰქონდეს ინფორმაცია ჩვენს შესახებ. უახლოეს პერიოდში გვექნება პრეზენტაცია აღნიშნული პროექტის. ეს ასევე იქნება სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის მოდელი, რომელიც საბოლოო ჯამში გამოიწვევს ტურიზმის სექტორის კიდევ უფრო განვითარებას და მოიზიდავს კიდევ უფრო მეტ ტურისტს აჭარაში", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics