2018-07-31 12:13:27, 712 ნახვა
პოლიტიკა
ბესელიას ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის საელჩოს მოქალაქეობის დათმობის მოთხოვნით მიმართა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას ინფორმაციით, პარლამენტის წევრმა, სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის საელჩოს მოქალაქეობის დათმობის მოთხოვნით მიმართა.
ამასთან, ბესელიას არ დაუკონკრეტებია თუ როდის გადაიგზავნა შესაბამისი შინაარსის მოთხოვნა საელჩოში. ჯერჯერობით უცნობია უკავშირდება თუ არა ხსენებული ფაქტი, ზურაბიშვილის საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლო მონაწილეობას.
შეგახსენებთ, რომ არაოფიციალური ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს, დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით იყრის. თუმცა, თავად ზურაბიშვილი ინფორმაციას არ ადასტურებს.
ავტორი: ,