|
2018-07-31 12:00:37, 733 ნახვა
საზოგადოება
წიქარიშვილი: ნაძვის ხესავით ვტრიალებთ მარიხუანას გარშემო და ვერაფერს ვშველით ციხეში მყოფ ათასობით წამალდამოკიდებულს
"თეთრი ხმაურის მოძრაობის" ლიდერი ბექა წიქარიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მარიხუანას ლეგალიზაციასთან დაკავშიირებით ეხმაურება. როგორც წიქარიშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, ის გამოტანილი გადაწყვეტილების შემდგომ ზეიმს ვერ უერთდება. „2015 წელს 70 გრ გამომშრალი მარიხუანის დეპენალიზაცია ვიზეიმეთ, 2016 წელს - ნედლის 140 გრ დეპენალიზაცია, 2017 წელს ზაფხულში - კანაფის დათესვა-მოყვანის დეპენალიზაცია, 2017 წელს ზამთარში - მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაცია, 2018 წელს - მარიხუანას მოხმარების ლეგალიზაცია. მთელი ეს წლებია ნაძვისხესავით ვტრიალებთ ამ მცენარის გარშემო და ვერაფერს ვშველით 0,0000000... გრ-ებზე წლობით ციხეში მყოფ ათასობით წამალდამოკიდებულს თუ ეპიზოდურ მომხმარებელს, რომლებიც მთელი ეს წლებია გაცრუებული იმედებით მოგვჩერებიან, ვერაფერს ვშველით პრობლემური მომხარებლების რაოდენობის მუდმივ ზრდას (მე-3 ადგილი მსოფლიოში), რომელიც სოციალური უთანასწორობის პროპორციულად იზრდება, ვერ ვშველით ამ ზრდის გამომწვევ მიზეზებს, ვერ ვშველით მოხმარების გართულებულ შედეგებს (უკვე ორ ჩემს მეგობარს ვერ დავეხმარე მოშლილი სამკურნალო სისტემისა და მასზე ხელმისაწვდომობის სირთულეების გამო), ვერ ვშველით რეპრესიას, რომელიც დანარჩენი 200-ზე მეტი ნივთიერებისთვის კვლავაც სახეზეა, ვერ ვშველით უვადოებამდე სასჯელებს დიდ და განსაკუთრებით დიდ ოდენობებზე, რომელიც სინამდვილეში პირადი მოხმარების დოზებია, ვერ ვშველით ციხეს თავდაღწეულ მაგრამ უუფლებოდ, "უპრავოდ" და უფუნქციოდ დარჩენილ ადამიანებს, ვერ ვშველით ნივთიერებებს ბაზარზე, რომლებიც გვხოცავს, ვერ ვშველით ინფექციებს, ვერ ვშველით ინფორმაციის, ცოდნის ნაკლებობას, დასაქმების შეუძლებლობას, პრევენციის სისტემის არარსებობას. ეს მოკლე ჩამონათვალია პრობლემებზე ნარკოპოლიტიკაში, აღარაფერს ვამბობ პრობლემებზე საერთო პოლიტიკაში, ჰოდა ამ ფონზე მე მაპატიეთ თუ მეხუთედ ვეღარ ვუერთდები აღტკინებული სიხარულის პათოსს მარიხუანას ლეგალიზაციის ჩანასახზე, რომელიც ჩემს პერსონალურ ხედვაში ბოლოსკენ იდგა და რომელსაც თავის მხრივ ზურგს არ უმაგრებს ინფრასტრუქტურა და გარემო სუბსტანციებზე უარის თქმის მსურველთათვის“, - აცხადებს წიქარიშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)