|
2018-07-30 14:37:43, 943 ნახვა
კომენტარი
ვაშაძე „ევროპულ საქართველოზე“: გავიდნენ პარტიიდან და ჰგონიათ, ხალხს დაავიწყდება ვისი გაკეთებული იყო ეს დანაშაულები
„ძალიან ევროპულ საქართველოს რომ ეძახიან თავის თავს, ყველაფერი უბედურება მაგათი გაკეთებულია და ჰგონიათ, ხალხს დაავიწყდება“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ სოფელ ხოდაშენში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. მან 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ისაუბრა და მმართველი პარტია შედეგების გაყალბებაში დაადანაშაულა. „შარშან ადგილობრივ არჩევნებში მომიწია მე მონაწილეობის მიღება ქუთაისში. იმდენი ფული დახარჯეს, ისე გააყალბეს, არც ვიცი რა ვუთხრა. ახლა ძალიან ევროპულ საქართველოს რომ ეძახიან თავის თავს, ყველაფერი უბედურება რომ მაგათი გაკეთებულია და მერე გავიდნენ პარტიიდან და ჰგონიათ, ხალხს დაავიწყდება ეს უბედურება ვისი გაკეთებული იყო, ის შეცდომები და დანაშაულები. მაგათ და „ქართულმა ოცნებამ დიდი ფული დაახარჯეს და მაინც ვერ აიცილეს თავიდან მეორე ტური. მაინც მოვიგებდით, უბრალოდ ისე გააყალბეს, რომ ამ კლოუნადაში მონაწილეობის მიღება უკვე შეუძლებელი იყო. ყველა უნდა მოვიდეს არჩევნებზე“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)