|
2018-07-30 13:40:32, 549 ნახვა
რეგიონი
აჭარა ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს
3-8 სექტემბერს, აჭარა გადამფრენ მტაცებელ ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს. აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ფესტივალის ფარგლებში რეგიონს უცხოელი და ქართველი ორნითოლოგები და მოხალისეები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ეწვევიან. ყოველდღიურად, ფესტივალის სტუმრებისთვის პროფესიონალი ექსპერტებისა და გიდების თანხლებით მოეწყობა შემეცნებით-გასართობი ექსკურსიები ფრინველებზე დაკვირვებისთვის მნიშვნელოვან ტერიტორიებზე - ჭოროხის დელტა, სოფელი ჩაისუბანი, სოფელი სახალვაშო, ბათუმის ზღვისპირა პარკი, ნავსადგური და კოლხეთის ეროვნული პარკი. ასევე, გაიმართება ლექციები და პრეზენტაციები, რომლებზეც დასწრება ექსკურსიებში მონაწილეობის მსგავსად ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ფესტივალს მოწვეული ქართველი სტუდენტების და ექსპერტების ჯგუფი, ასევე აჭარაში არსებული ტურისტული სააგენტოები, ჟურნალისტები, უნივერსიტეტების შესაბამისი ფაკულტეტის წარმომადგენლები, სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები დაესწრებიან. ფესტივალის ბოლოს მოწვეულ სტუმრებთან ერთად მოხდება ფესტივალისა და ფრინველებზე დაკვირვების 2018 წლის სეზონის შედეგების შეჯამება. ფესტივალი რეგიონში 2012 წლიდან ტარდება და ის ხელს უწყობს აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმის განვითარებას, ადგილობრივების ეკონომიკურ კეთილდღეობასა და გადამფრენ მტაცებელ ფრინველთა კონსერვაციას. ფესტივალი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება. ეკოტურიზმის ერთ-ერთ პოპულარულ მიმართულებად ქცეული ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმი აჭარაში უდიდეს პოტენციალს ფლობს. შავი ზღვის სანაპირო, კერძოდ, ბათუმის შემოგარენი "აღმოსავლეთ შავი ზღვის სამიგრაციო დერეფნის" სახელითაა ცნობილი, სადაც ყოველწლიურად 1 000 000-ზე მეტი გადამფრენი მტაცებელი ფრინველი აღირიცხება. შედეგად, აჭარა მსოფლიოში მტაცებელ ფრინველთა მიგრაციის ერთ-ერთ უდიდეს კორიდორად ითვლება და ის მსოფლიოში მესამე ადგილზეა. ფრინველთა გადაფრენაზე დასაკვირვებლად რეგიონს ორნითოლოგები, მოხალისეები და ეკოტურისტები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან სტუმრობენ. ფრინველებზე დაკვირვების სეზონი აჭარაში 15 აგვისტოს იხსნება და 16 ოქტომბრამდე გრძელდება.
(NS)
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)