15:43 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-29 10:57:56, 706 ნახვა

სამხედრო
ამერიკული საბრძოლო ჯავშანმანქანის მარშირება საქართველოში - ვიდეო

აშშ-ის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის დემონსტრირების მიზნით, „ღირსეული პარტნიორი 2018“-ში მონაწილე ამერიკული საბრძოლო ჯავშანმანქანის -„სტრაიკერი“ კონვოიმ სენაკიდან ვაზიანის მიმართულებით მარშირებით ჩაიარა. გადაადგილებისას ამერიკული ჯავშანტრანსპორტიორის კოლონა ქალაქ გორის ცენტრში გაჩერდა, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა მრავალეროვნული სწავლების, საქართველოსა და აშშ-ის სახელმწიფო დროშებით შეხვდა. მოქალაქეებსსამხედრო ტექნიკის დათვალიერებისა და სამახსოვრო ფოტოების გადაღების საშუალებაც მიეცა.

გორიდან ამერიკული ჯავშანტრანსპორტიორის კოლონების მარშირება ვაზიანში, „ღირსეული პარტნიორის“ სწავლების არეალში დასრულდა. 1 აგვისტოს „სტრაიკერი“ უშუალოდ წვრთნებში ჩაერთვება.

სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად ამერიკული “სტრაიკერები“ სხვა სამხედრო ტექნიკასთან ერთად რუმინეთში, კონსტანცას პორტიდან შავი ზღვით გამოიგზავნა და ფოთის პორტში შემოვიდა.

„ღირსეული პარტნიორი 2018“ ოფიციალურად ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე 1 აგვისტოს გაიხსნება. სწავლება საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის ლიდერობით ხორციელდება.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სოლოვიოვის მიერ იტალიის პრემიერის შეურაცხყოფის გამო, იტალიამ რუსეთის ელჩი დაიბარა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
ექიმი მარი მალაზონია: დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის, ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა
მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics