|
2018-07-28 17:58:59, 1314 ნახვა
სამართალი
ნარკოტიკების შეძენა-შენახვისა და ინტერნეტით გასაღების მცდელობისთვის ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ
თბილისის საქალაქო სასამართლომ ნარკოტიკების შეძენა-შენახვისა და ინტერნეტით გასაღების მცდელობისთვის ბრალდებულ 5 პირს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიებით დადგინდა, რომ ზემოაღნიშნული პირები სხვადასხვა დროს, სოციალურ ქსელის, „VIPOLE"-ს მეშვეობით დაეკონტაქტნენ ერთ-ერთ რეგისტრირებულ მომხმარებელს, რომელმაც თითოეულ მათგანს ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ შესთავაზა თბილისში, მის მიერ მითითებული სამალავი ადგილებიდან აეღოთ ნარკოტიკული საშუალებები, დაეფასოებინათ და მოეთავსებინათ სხვადასხვა ადგილებზე განთავსებულ სამალავებში. „აღნიშნულის შემდეგ, ბრალდებულებს უნდა გადაეღოთ ფოტო მათ მიერ მოწყობილი სამალავებისთვის და ზუსტი ადგილმდებარეობის მითითებით, ეს ფოტოები სოციალური ქსელის „ VIPOLE "–ს მეშვეობით უკან გადაეგზავნათ ზემოაღნიშნული მომხმარებელისთვის, რომელიც თავის მხრივ ამ ფოტოებს გადაუგზავნიდა ნარკოტიკული საშუალებების შემძენ პირებს. აღნიშნული დანაშაულებრივი შეთანხმების შესაბამისად ბრალდებულმა რ.ე.-მ ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ, უკანონოდ შეიძინა და გასაღების მიზნით ქ.თბილისში, მის მიერ შერჩეულ სპეციალურ სამალავში განათავსა 2 ცალად დაფასოებული 1.0277 გრამი ნარკოტიკული საშუალება ალფა-პვპ-ს (α- PVP) შემცველი კრისტალური ნივთიერება. ბრალდებულმა ზ.ლ.-მ სხვადასხვა დროს, ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ, სამჯერ უკანონოდ შეიძინა და გასაღების მიზნით ქ.თბილისში, მის მიერ შერჩეულ რამოდენიმე სპეციალურ სამალავში განათავსა 3.21 გრამი საერთო რაოდენობის ნარკოტიკული საშუალება ალფა-პვპ-ს (α- PVP) შემცველი კრისტალური ნივთიერება. ბრალდებულმა ა.ლ.-მ ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ, უკანონოდ შეიძინა და გასაღების მიზნით ქ.თბილისში, მის მიერ შერჩეულ რამოდენიმე სპეციალურ სამალავში განათავსა 0.6922 გრამი საერთო რაოდენობის ნარკოტიკული საშუალება ალფა-პვპ-ს (α- PVP) შემცველი კრისტალური ნივთიერება. ბრალდებულმა ქ.შ.-მ ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ, უკანონოდ შეიძინა და გასაღების მიზნით ქ.თბილისში, მის მიერ შერჩეულ რამოდენიმე სპეციალურ სამალავში განათავსა 0.74 გრამი საერთო რაოდენობის ნარკოტიკული საშუალება ალფა-პვპ-ს (α- PVP) შემცველი კრისტალური ნივთიერება. ბრალდებულმა ა.გ.-მ ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ, უკანონოდ შეიძინა და შემდგომი გასაღებისათვის, ქ.თბილისში მის მიერ შერჩეულ სპეციალურ სამალავებში განთავსების მიზნით უკანონოდ შეინახა 90 ცალ პაკეტში მოთავსებული 0.498715 გრამი ნარკოტიკული საშუალება ალფა-პვპ-ს (α- PVP) შემცველი კრისტალური ნივთიერება. ბრალდებულებმა, მათ მიერ მოწყობილ სპეციალურ სამალავებს, სადაც გასაღების მიზნით განათავსეს ნარკოტიკული საშუალებები, გადაუღეს ფოტოები და გადაუგზავნეს სოციალურ ქსელის „VIPOLE"-ს ზემოთხსენებულ მომხმარებელს. გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალებები ამოღებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ასევე დაკავებულია ყველა ბრალდებული პირი. დაკავებულთაგან ოთხ პირს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და 19-260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და ნარკოტიკული საშუალების გასაღების მცდელობა), ხოლო ერთ პირს 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას აგრძელებს შს სამინისტრო“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
პირველმა არხმა ფეხბურთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენების ლიცენზია დაკარგა
საქართველოში შემაშფოთებელი ტენდენციებია - მედიის თავისუფლების კოალიციის 16 წევრი ქვეყანა
კობახიძე - გვქონდა საინტერესო საუბრები ევროპელ ლიდერებთან
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)