15:18 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-28 12:50:54, 887 ნახვა

კომენტარი
აკაკი ზოიძე: კვირიკაშვილს ჰქონდა შეცდომები, მაგრამ ის არ იყო ქვეყანაში ყველა ბოროტების სათავე

"გიორგი კვირიკაშვილს ჰქონდა შეცდომები, ჰქონდა პრობლემებიც, მაგრამ არ მიმაჩნია, რომ ის იყო ამ ქვეყანაში ყველა ბოროტების სათავე", - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიმართ პერიოდში პარტიის წევრების მხრიდან გაჟღერებულ კრიტიკას.

ამასთან, როგორც ზოიძემ აღნიშნა, პოლიტიკა პირადი ანგარიშსწორების ასპარეზი არ უნდა იყოს. მანვე დასძინა, რომ გიორგი კვირიკაშვილის მიმართ დადებითად არის განწყობილი და მას გაწეული შრომისთვის მადლობას უხდის.

"თავის დროზე ბატონი ბიძინა ივანიშვილის რეკომენდაციით მოხდა გიორგი კვირიკაშვილის პოსტზე შერჩევა. იყო გარკვეული შენიშვნები ჭარბვალიანობასთან და სიღარებასთან დაკავშირებით, რაღაც საკითხების მოსაგვარებლად შესაძლებელი იყო რეფორმების დაჩქარება - აღნიშნულ თემებზე მეც მქონდა შენიშვნები, მაგრამ პოლიტიკა არ უნდა იყოს ანგარიშსწორების ასპარეზი. მე არ ვაღიარებ პოლიტიკას, რომლითაც ვიტყვით: მეფე მოკვდა, გაუმარჯოს მეფეს; ეს არის შუა საუკუნეების თემა. შეიძლება ვთქვათ - გაუმარჯოს მეფეს და დავანებოთ წინას თავი. საეთოდ გადამდგარ და წასულ ადამიანზე არ მიმაჩნია ეთიკურად საუბარი. ეს ჩემი აზრია, მაგრამ სხვა პოზიცია ჰქონდა პარტიის თავმჯდრომარეს, ეს მისი თემა იყო, მათ ჰქონდათ კონსულტაციები, რომლებსაც მე არ ვესწრებოდო. ჩემთვის გიორგი კვირიკაშვილი რაც იყო, ის დარჩა. მას მადლობა გადავუხადე იმისთვის, რომ თავის დროზე ამ ქვეყანას ემსახურა. ჰქონდა შეცდომებიც, ჰქონდა პრობლემებიც, მაგრამ არ მიმაჩნია, რომ ის იყო ყველა ბოროტების სათავე ამ ქვეყანაში", - განაცხადა აკაკი ზოიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველანაირი ფასი აქვს დაკარგული ევროპარლამენტის რეზოლუციებს
კობახიძე - სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო შეასრულებს განსაკუთრებულ როლს, რომ თავი დავიცვათ სიძულვილისგან, აგრესიისგან
სიკორსკი ზელენსკიზე ორდენის ჩამორთმევაზე - ისტორიულ-ორდენების ომის გამარჯვებული შეიძლება იყოს მხოლოდ მოსკოვი
ტუსკი ზელენსკითვის თეთრი არწივის ორდენის ჩამორთმევაზე - პუტინს ახარებს და შოკში აგდებს ჩვენს მოკავშირეებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics