|
2018-07-26 12:52:24, 726 ნახვა
სამართალი
1-ელი იანვრიდან დღემდე, ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 351 ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან დღემდე, ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 351 ფაქტი გამოავლინეს. დეპარტამენტის ცნობით, ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის ყველაზე მეტი - 78 ფაქტი გამოვლინდა ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით 48 ფაქტი დაფიქსირდა, დასავლეთის რეგიონულ სამმართველოში - 51 ფაქტი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 37 ფაქტი, კახეთის მასშტაბით - 18 ფაქტი, აღმოსავლეთის რეგიონულ სამმართველოში- 33 ფაქტი, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 18 ფაქტი, ხოლო თბილისში 68. „გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანების 49 ფაქტი გამოავლინეს, რაც ითვალისწინებს ჯარიმას 80 ლარის ოდენობით, ხოლო იგივე ქმედება, ჩადენილი ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან 35-ჯერ დაფიქსირდა და ითვალისწინებს ჯარიმას 120 ლარის ოდენობით. 1მ3-მდე მოცულობის სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენით გარემოს დანაგვიანების 14 ფაქტი დაფისირდა, რაც ფიზიკური პირებისათვის - 200 ლარის, ხოლო იურიდიული პირებისათვის 500 ლარის ოდენობით ჯარიმას ითვალისწინებს. 1მ3 ან 1 მ3-ზე მეტი მოცულობის სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენით გარემოს დანაგვიანების 84 ფაქტი გამოვლინდა, მუხლი ითვალისწინებს ფიზიკური პირებისათვის - 500 ლარის, ხოლო იურიდიული პირებისათვის 1500 ლარის ოდენობით ჯარიმას. მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების (ფოთლების, ბაღის/პარკის ნარჩენების, საყოფაცხოვრებო ნარჩენების) ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში წვა 200 ლარის ოდენობით საჯარიმო სანქციას ითვალისწინებს და ამ მუხლის დარღვევის 21 ფაქტი დაფიქსირდა. ხოლო, მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების (მათ შორის საბურავის, რეზინის და სხვა ელასტომერული მასალის) ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში წვის 41 ფაქტი დაფიქსირდა, რაც 500 ლარის ოდენობით საჯარიმო სანქციას ითვალისწინებს“, - ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.
(NS)
კობახიძე - გვქონდა საინტერესო საუბრები ევროპელ ლიდერებთან
კობახიძე ამბობს, რომ დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის არც 1 და არც 50 თეთრი არ ენანება, თუმცა ფარმაცევტულ მაფიაზე მტკიცებულებების გარეშე საუბრობს
მაკა ბოჭორიშვილი: უკრაინასთან ურთიერთობები ორმხრივი უნდა იყოს
ელენე ხოშტარია - მთელი გულით და გონებით მიხარია სომხეთის ასეთი გარღვევა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)