13:47 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-25 19:09:38, 872 ნახვა

კომენტარი
კახიძე - შემაშფოთებელია, როდესაც პროკურატურას არ აქვს პასუხი და კონკრეტული ფიგურის გამართლებას ცდილობს

„როდესაც პროკურატურას არ აქვს ცალსახა პასუხი და პირიქით ცდილობს კონკრეტული ფიგურის გამართლებას, ეს ძალიან შემაშფოთებელია“, - ამის შესახებ ხორავას ქუჩის საქმის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომის შემდეგ, კომისიის მდივანმა, ოთარ კახიძემ განაცხადა.

დღევანდელ სხდომაზე კომისიამ მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე მამუკა ვასაძე, მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი, თბილისის პროკურორი მალხაზ კაპანაძე და თბილისის პროკურორის მოადგილე კონსტანტინე სირაძე გამოკითხა.

კახიძის თქმით, პროკურორებმა აღნიშნეს, რომ პირი, რომელიც ჩხუბში მონაწილეობდა და დავით სარალიძეს აკავებდა, მაშინ როდესაც მას დანას ურტყამდნენ, დანაშაულის თანამონაწილედ არ ითვლება.

„როდესაც ადამიანი ხედავს, რომ მსხვერპლს აყენებენ მრავლობით დაზიანებებს და მოქმედებენ მისი მოკვლის განზრახვით და ამ დროს  მას უჭირავს მსხვერპლი, ეს ადამიანი ხდება ავტომატურად ამ მკვლელობაში თანამონაწილე. ამ მკვლელობის თანააღმსრულებელი. შესაბამისად, ეს კაზუსი იმდენად მარტივია, რომ ამაზე როდესაც პროკურატურას არ აქვს ცალსახა პასუხი და პირიქით ცდილობს ამ ფიგურის გამართლებას ეს არის ძალიან საშიში კრიმინალის ბრძოლის წინააღმდეგ კუთხით და ამ სიტუაციაში ძალიან შემაშფოთებელი“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველანაირი ფასი აქვს დაკარგული ევროპარლამენტის რეზოლუციებს
კობახიძე - სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო შეასრულებს განსაკუთრებულ როლს, რომ თავი დავიცვათ სიძულვილისგან, აგრესიისგან
სიკორსკი ზელენსკიზე ორდენის ჩამორთმევაზე - ისტორიულ-ორდენების ომის გამარჯვებული შეიძლება იყოს მხოლოდ მოსკოვი
ტუსკი ზელენსკითვის თეთრი არწივის ორდენის ჩამორთმევაზე - პუტინს ახარებს და შოკში აგდებს ჩვენს მოკავშირეებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics