22:10 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-03 11:29:11, 345 ნახვა

პოლიტიკა
ვილჰელმ მოლტერერი: საქართველო ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების საუკეთესო გზაზე დგას

ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტი ვილჰელმ მოლტერერი მიიჩნევს, რომ საქართველო ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების საუკეთესო გზაზე დგას.

ამის შესახებ მოლტერერმა ავსტრიულ გაზეთთან WirtschaftsBlatt ინტერვიუში რიგის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის თემის კომენტირებისას განაცხადა.

„საქართველო ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების საუკეთესო გზაზე დგას და ზოგიერთ საკითხში წინაც უსწრებს მას. თუ გაინტერესებთ როგორ მუშაობს ერთი ფანჯრის პრინციპი, საქართველოში უნდა გაემგზავროთ. იქ ყველა შედარებით დიდ ქალაქში არსებობს იუსტიციის სახლი, რომელშიც მოკლე დროში მიიღებთ ყველა იქ არსებულ სერვისს, იქნება ეს მართვის მოწმობა, პასპორტი თუ კომპანიის დაარსების თაობაზე საბუთი“, - განაცხადა ვილჰელმ მოლტერერმა.

ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტის თქმით, საქართველოში დიდი წინსვლაა საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებითაც.

„საქართველომ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შექმნაზე ხელმოწერითაც მნიშვნელოვანი სარგებელი მიიღო. ევროკომისიის მონაცემების მიხედვით, ევროკავშირში საქართველოს ექსპორტის რაოდენობამ 18%-ით მოიმატა“, - აღნიშნა მოლტერერმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
EIU: დემოკრატიის ინდექსში საქართველო 5 ადგილით ჩამოქვეითდა
Financial Time: საფრანგეთი და გერმანია ევროკავშირში უკრაინის სიმბოლურად გაწევრიანების ვარიანტს განიხილავენ
დონალდ ტრამპის განცხადებით, მზადაა პირადად შეხვდეს ირანის ხელმძღვანელობას
კოსი: საქართველოში ბოლო დროს შემუშავებული კანონმდებლობები შეშფოთებას იწვევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics