|
2018-07-25 09:39:01, 1008 ნახვა
პოლიტიკა
დავით ზალკალიანი: საქართველოს ამერიკის სენატის საგარეო კომიტეტის სრული მხარდაჭერა აქვს
საქართველოს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მტკიცე მხარდაჭერა აქვს - აღნიშნულს კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსა და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ბობ კორკერს შორის ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე. საგარეო უწყების ცნობით, საუბარი შეეხო საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხებს და მათი კიდევ უფრო გაძლიერების მნიშვნელობას, რეგიონში არსებულ გამოწვვებს, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებას. მინისტრმა სენატის კომიტეტის თავმჯდომარეს ინფორმაცია მიაწოდა ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით. დავით ზალკალიანმა ბობ კორკერს ასევე გააცნო საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ. დავით ზალკალიანმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ასევე მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის პროგრამის თაობაზე, რომელთა შორის ერთ--ერთი პრიორიტეტი სწორედ საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინსტიტუტებში სრულფასოვან ინტეგრტაციას წარმოადგენს. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ამერიკის მხარეს საქართველოს აქტიური ორპარტიული მხარდაჭერისთვის, რაც ბოლო პერიოდში სხვადასხვა ღონისძიებებითა თუ ინიციატივებით აღინიშნა. „ბობ კორკერთან, ვისაუბრეთ იმ მხარდაჭერაზე რომელიც საქართველოს აქვს აშშ სენატის მხრიდან, რაც გამოიხატება კონსოლიდირებულ აქტში არსებული მკაფიო ჩანაწერებით, ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში არსებული მკაფიო ჩანაწერებით, ასევე რეზოლუციებსა და საქართველოს მხარდამჭერი აქტის ინიცირებაში. სენატორმა ჩემგან მოისმინა ამომწურავი ინფრმაცია ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, იმ უკანონო ქმედებებთან მიმართებაში, რაც ადგილზე ხდება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მისი მხრიდან და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მხრიდან ადრეც გვქონდა და მომავალშიც გვექნება მტკიცე მხარადჭერა", - განაცახდა დავით ზალკალიანმა შეხვედრის შეფასებისას. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშინგტონში ამერიკის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს მიწვევით იმყოფება და მონაწილეობას იღებს რელიგიის თავისუფლების საკითხზე მიმდინარე საერთაშორისო ღონისძიებაში. მინისტერიალს 40-ზე მეტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი და მაღალი რანგის დელეგაცია ესწრება. როგორც მინიტრმა აღნიშნა „საქართველოს მიეცემა შესაძლებლობა ვისაუბროთ საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე, განსაკუთრებით რელიგიის თავისუფლების კუთხით, უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო ანგარიშში საქართველოს მდგომარეობა პოზიტიურად არის წარმოჩენილი, განსაკუთრებული ყურადღება არის გამახვილებული რელიგიის თავისუფლების შეზღუდვაზე ოკუპირებულ რეგიონებში და ბუნებივია ჩვენი მხრიდან ამაზე აქცენტი გაკეთდება", - განაცხადა დავით ზალკალიანმა. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს ასევე სახელმწიფო დეპარტამენტში და ექსპერტულ წრეებთან.
კობახიძე - 26 მაისს ოპოზიციის ინიციატივები სრული წარუმატებლობისთვის არის განწირული
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
ივანიშვილის პრემიერი - მოლდოვაში მედიის თავისუფლება დიდი ხანია, ფეხქვეშ არის გათელილი
კობახიძე: მედიის თავისუფლება არაფრად უღირს ევროპარლამენტს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)