|
2018-07-24 12:02:15, 790 ნახვა
სამართალი
შსს-ს გენერალური ინსპექციამ შეიარაღებული ძალების დემოკრატიული კონტროლის ჟენევის ცენტრთან თანამშრომლობა დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების ფარგლებში, გენერალურ ინსპექციის დეპარტამენტში მიმდინარეობს სტრუქტურული და შინაარსობრივი რეფორმები, რათა ის უფრო ეფექტურ, გამჭვირვალე და მაღალი საზოგადოებრივი ნდობით აღჭურვილ სტრუქტურად ჩამოყალიბდეს. უწყების ინფორმაციით, გენერალურ ინსპექციაში მიმდინარე რეფორმების ერთ-ერთი მიმართულება საერთაშორისო გამოცდილების შესწავლა და თანამშრომელთა პროფესიული განვითარებაა. ამ მიზნით, გენერალური ინსპექციის ორგანიზებით ჩატარდა სემინარი, რომლის ფარგლებშიც საერთაშორისო ორგანიზაცია - „შეიარაღებული ძალების დემოკრატიული კონტროლის ჟენევის ცენტრის“ ექსპერტებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის ხელმძღვანელს - ალექსანდრე ხოჯევანიშვილს და ამავე დეპარტამენტის თანამშრომლებს პოლიციის საქმიანობის მონიტორინგის თეორიები და პრინციპები გააცნეს. სემინარი თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე სამოქალაქო საბჭოს მხარდაჭერით განხორციელდა. განხილული იქნა საერთაშორისო პრაქტიკა, არსებული რეალობა და გამოწვევები. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა მომავალი თანამშრომლობის გეგმები დასახეს. აღნიშნული შეხვედრა შეიარაღებული ძალების დემოკრატიული კონტროლის ჟენევის ცენტრთან შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლობის დასაწყისს წარმოადგენს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)