|
2018-07-21 11:38:53, 788 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე: შესაძლოა, არის პრეზიდენტის კაბინეტში გლობუსი, რომელიც მართლაც მის გარშემო ტრიალებს
„შესაძლოა, არის პრეზიდენტის კაბინეტში გლობუსი, რომელიც მართლაც მის გარშემო ტრიალებს, მაგრამ დედამიწა, პოლიტიკა და ეკონომიკა, ნამდვილად არ ტრიალებს მის გარშემო“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განუცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტს ასეთი განცხადებები სჭირდება იმისთვის, რომ საკუთარი კანდიდატურა წინ წამოსწიოს. ასევე, თალაკვაძემ აღნიშნა, რომ მარგველაშვილი წინასაარჩევნო სტრესშია და ბევრს ფიქრობს, მიიღოს თუ არა მონაწილეობა არჩევნებში. „პრაქტიკულად, მან თქვა, რომ დედამიწა ტრიალებს ჩემს გარშემოო, შესაძლოა, არის პრეზიდენტის კაბინეტში გლობუსი, რომელიც მართლაც მის გარშემო ტრიალებს, მაგრამ დედამიწა, პოლიტიკა, ეკონომიკა და ყველაფერი, ნამდვილად არ ტრიალებს მის გარშემო. შესაბამისად, მე ვფიქრობ, მას ამ შემთხვევაში ეს განცხადებები დასჭირდა მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, ისევ და ისევ საკუთარი პიროვნება ან კანდიდატურა წამოსწიოს წინ. რეალურად, ის არის წინასაარჩევნო სტრესში და ფიქრობს ბევრს, მიიღოს თუ არა მონაწილეობა არჩევნებში, ამიტომ გვაჩქარებს ალბათ, თავისი გეგმის მიხედვით, ჩვენ გუნდში არის არაერთი ადამიანი, რომელსაც არჩევნებში მონაწილობის შემთვევაში, შეუძლიათ არჩევნებში გამარჯვება “, - განაცხადა თალაკვაძემ. შეგახსენებთ, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გუშინ, სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ კითხვაზე იქნება თუ არა საპრეზიდენტო კანდიდატი, პასუხის არ გაცემით ქართული პოლიტიკურ ელიტას დიდ სამსახურს უწევს. მანვე აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“ პრეზიდენტობის ღირსეული კანდიდატის პოვნაში ეხმარება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)