2015-06-02 21:13:59, 328 ნახვა
პოლიტიკა
ტოომას ჰენდრიკ ილვესი: საქართველოს ნატო–ში გაწევრიანებას მხარს ვუჭერთ
ესტონეთი საქართველოს ნატო–ში გაწევრიანებას მხარს უჭერს. - ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა ტოომას ჰენდრიკ ილვესიმ საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენ, რა თქმა უნდა მხარს ვუჭერთ საქართველოს ნატო–ში გაწევრიანებას და ვემხრობით ბუქარესტის სამიტის დეკლარაციას. ამ მოვლენების განხორციელებისათვის, რა თქმა უნდა ჯერჯერობით დღის წესრიგი არ არის ჩამოყალიბებული. ახლა თქვენ მშვენივრად იცით, თუ რას სჩადიან რუსები და დღეისათვის, ზუსტი განრიგის შემუშავება არ ხერხდება. მაგრამ რა თქმა უნდა ამის დრო დადგება“, – აღნიშნა ილვესიმ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან