03:24 - 01 May, 2026
|
2018-07-20 19:00:27, 910 ნახვა
კომენტარი
მალხაზ მაჩალიკაშვილი: ტყუილები და ჭორები მომწყინდა, სხვა მეთოდებით ვაპირებ ბრძოლას
„ამდენი ტყუილები და ამდენი ჭორები უკვე მომწყინდა, სხვა მეთოდებით ვაპირებ ბრძოლას“, - ამის შესახებ პანკისის სეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა, ხეობაში გამართული აქციის დროს ჟურნალისტებს განუცხადა. პანკისელები დღეს ხეობაში ჰესის მშენებლობას აპროტესტებდნენ. ასევე მათი მთავარი მოთხოვნა, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის ობიექტური და დროული გამოძიება იყო. „ამდენი ტყუილები და ამდენი ჭორები უკვე მომწყინდა, სიმართლე გითხრათ და უკვე სხვა მეთოდებით ვაპირებ ამის წინააღმდეგ ბრძოლას. იმ მეთოდებს, არ მივიჩნევ საჭიროდ, გავაჟღერო. არის ჩვენი განსაკუთრებული მეთოდები, რომ დავუპირისპირდეთ ამ უსამართლობას“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)