|
2018-07-19 18:04:47, 1352 ნახვა
კომენტარი
ტუსკი - ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, რათა კონფლიქტი მშვიდობიანად მოგვარდეს
„ევროპის კავშირი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, მისი გამძლეობის და შესაძლებლობათა გაძლიერების მიზნით, რათა კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტა იქნას მიღწეული“, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, აგვიტოს ომზე საუბრისას განაცხადა. ტუსკმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ევროკავშირი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს „წელს, 10 წლისთავი აღინიშნება 2008 წლის აგვისტოს ომიდან საქართველოსა და რუსეთს შორის. მინდა, ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა აღგითქვათ ქვეყნის სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გასული 10 წლის განმავლობაში საქართველომ წარმატებით მოახერხა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და აყვავებული ეკონომიკის შექმნა. ამ კონტექსტში მივესალმები საქართველოს ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რომელიც ახალ სავაჭრო და საგანმანათლებლო შესაძლებლობებს სთავაზობს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ ადამიანებს. მზად ვართ, ამ პროგრამის განხორციელებაში შემდგომი დახმარება აღმოგიჩინოთ“, - განაცხადა დონალდ ტუსკმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)