11:06 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-18 14:21:21, 696 ნახვა

პოლიტიკა
„ნატო-ში ინტეგრაცია პირველ რიგში ხალხის გადაწყვეტილებაა“ - კობახიძე პუტინის განცხადებას პასუხობს

„ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი, საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის ნატო-ში გაწევრიანება, ევროკავშირში გაწევრიანება და ამ მიმართულებით თანმიმდევრულად წინ მივიწევთ ", - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლდიმერ პუტინის განცხადებას.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ნატო-ში ინტეგრაცია არის, პირველ რიგში, ხალხის გადაწყვეტილება და არჩევნების შედეგებთან ერთად, ამას სხვადასხვა სოციოლოგიური კვლევაც ადასტურებს.

„ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო ხედვა საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით. ჩვენ გვაქვს მკაფიო მიზნები და პრიორიტეტები, რაც არის ასახული, მათ შორის, შესაბამის დოკუმენტებში. მათ შორის, ჩვენს საპარლამენტო რეზოლუციაში. ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის ნატო-ში გაწევრიანება, ევროკავშირში გაწევრიანება და ამ მიმართულებით იცით, რომ  ჩვენ თანმიმდევრულად მივიწევთ წინ. ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენ ნატო-სთან, გვაქვს კონკრეტული ინიციატივები, პროექტები, რომლის ფარგლებში ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა წარიმართება  და ამ მიმართულებით გავაგრძელებთ, მუშაობას. ეს არის ჩვენი პრიორიტეტი, ჩვენი ნება. ეს არ არის მხოლოდ ხელისუფლების გადაწყვეტილება. ეს არის პირველ რიგში ხალხის გადაწყვეტილება, რომელიც დასტურდება როგორც სხვადასხვა სოციოლოგიური კვლევებით, ასევე, პირველ რიგში, არჩევნების შედეგებით",- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

შეგახსენებთ, პუტინმა Fox news-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ რუსეთს საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების შემთხვევაში უკიდურესად უარყოფითი რეაქცია ექნება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი: აშშ-სა და ჩინეთს თავისი შეხედულებები აქვთ ირანის ომის დასრულების შესახებ
რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში მკვეთრად შეამცირდა იმ რუსების რიცხვი, რომლებიც საკუთარ თავს მართლმადიდებლებს უწოდებენ
გერმანიის შეიარაღებული ძალების მეთაური: რუსეთმა შესაძლოა ნატოს 2029 წელს შეუტიოს
ჰელსინკის აეროპორტის ფუნქციონირება დრონის გამო შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics