11:06 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-18 12:08:33, 651 ნახვა

პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი ნიუ-იორკში UNESCAP-ის ფორუმს თავმჯდომარეობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანეთის  ეკონომიკური და სოციალური კომისიის (UNESCAP)  მე-6 ფორუმში თავმჯდომარის რანგში მონაწილეობს.  

ლევან დავითაშვილმა ფორუმზე ESCAP-ის ჯგუფის სახელით ანგარიში წარადგინა და გაეროს მაღალი ტრიბუნიდან რეგიონში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თანამშრომლობა ხელს უწყობს მდგრადი განვითარების მიზნების ეფექტიან განხორციელებას და 2030 წლის დღის წესრიგის განსაზღვრას.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა საქართველოში წყლის რესურსების მდგრადი მართვის საკითხებზე, ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი ღონისძიებებზე, სატყეო და ბიომრავალფეროვნების კუთხით არსებულ პოლიტიკაზე ისაუბრა. ლევან დავითაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილია საკოორდინაციო საბჭო და ეროვნულ კანონმდებლობასთან თანხვედრაში მყოფი მდგრადი განვითარების ინდიკატორების შესრულების მონიტორინგის ელექტრონული სისტემა. 

ფორუმი 16-18 ივლისს, ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში 25 სხვადასხვა თემატური ღონისძიებაა დაგეგმილი, სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ   მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის კუთხით საკუთარ ქვეყნებში არსებული მდგომარეობა ერთმანეთს გაუზიარონ.

ფორუმს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინიტრთან ერთდ, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაეროში კახა იმნაძე ესწრებოდა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი: აშშ-სა და ჩინეთს თავისი შეხედულებები აქვთ ირანის ომის დასრულების შესახებ
რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში მკვეთრად შეამცირდა იმ რუსების რიცხვი, რომლებიც საკუთარ თავს მართლმადიდებლებს უწოდებენ
გერმანიის შეიარაღებული ძალების მეთაური: რუსეთმა შესაძლოა ნატოს 2029 წელს შეუტიოს
ჰელსინკის აეროპორტის ფუნქციონირება დრონის გამო შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics