10:57 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-18 12:05:43, 1142 ნახვა

კომენტარი
ხორავას ქუჩის საქმის მოწმე: არ შემშინებია - ვიფიქრე ბიჭები არიან და გაშველდებიან თქო

„ვიფიქრე ბიჭები არიან, ბავშვები არიან და გაშველდებიანთქო“, - ასე უპასუხა ხორავას ქუჩის საქმის ერთ-ერთმა მოწმემ, ნიკოლოზ იორდანაშვილმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრის, მამუკა მდინარაძის შეკითხვას.

მდინარაძე დაინტერესდა, რატომ არ სცადა იორდანაშვილმა მოზარდების გაშველება.

„ნამდვილად არ დამინახია დაჭრა და დანა.  შეშინებით არ შემშინებია, მაგრამ სიმრავლის გამო მე იქ გაშველებით ვერაფერს გახდებოდი იმდენი ბავშვი იყო.  ადამიანი ხარ და შეიძლება გადახვიდე გააშველო და არცერთი მხარე არ მიცნობდა. ვიფიქრე ბიჭები არიან, ბავშვები არიან და გაშველდებიან თქო, როგორც სკოლაში ალბათ“, - განაცხადა ნიკოლო იორდანაშვილმა.

ცნობისთვის, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის დროს ნიკოლოზ იორდანაშვილი იმ ეზოში იმყოფებოდა, სადაც ორ მოზარდს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენეს. იორდანაშვილი აცხადებს, რომ ავტომობილში იჯდა და არ დაუნახავს კონკრეტულად რა მოხდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში კიდევ 18 F-35A გამანადგურებელი განათავსა
თეირანი ჰორმუზის სრუტის გავლით გადასასვლელად საფასურს დააწესებს მემორანდუმის შესაბამისად
მეწყერის გამო სოფელ მაღაროსკართან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics