11:06 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-17 16:36:38, 569 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს სერბეთის პრემიერ-მინისტრი ეწვია

OGP-ის სამიტის ფარგლებში, საქართველოს სერბეთის პრემიერ-მინისტრი ანა ბრნაბიჩი ეწვია.

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა.

საგარეო უწყების ცნობით, ვახტანგ მახარობლიშვილმა ანა ბრნაბიჩს მადლობა გადაუხადა საქართველოში სტუმრობისთვის და OGP-ის სამიტზე სერბეთის მაღალი დონის მონაწილეობისთვის.

ვიზიტის ფარგლებში ანა ბრნაბიჩი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.

18 ივლისს კი სერბეთის პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს „ღია მმართველობის პარტნიორობის" რიგით მეხუთე სამიტში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი: აშშ-სა და ჩინეთს თავისი შეხედულებები აქვთ ირანის ომის დასრულების შესახებ
რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში მკვეთრად შეამცირდა იმ რუსების რიცხვი, რომლებიც საკუთარ თავს მართლმადიდებლებს უწოდებენ
გერმანიის შეიარაღებული ძალების მეთაური: რუსეთმა შესაძლოა ნატოს 2029 წელს შეუტიოს
ჰელსინკის აეროპორტის ფუნქციონირება დრონის გამო შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics