01:46 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-17 13:01:44, 685 ნახვა

კომენტარი
კახიძე - თუ ხოცვა-ჟლეტის გარეშე ნახშირს ვერ მოვიპოვებთ, აქცენტი ადამიანის სიცოცხლეზე უნდა გაკეთდეს

„თუ გამოდის, რომ ადამიანების ხოცვა-ჟლეტის გარეშე ნახშირს ვერ მოვიპოვებთ, აქცენტი ადამიანის სიცოცხლის სასარგებლოდ უნდა გაკეთდეს“,- ასე გამოეხმაურა ტყიბულის შახტაში მომხდარ ტრაგედიას „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე.

მისი განმარტებით, თუ შრომითი პირობების დაცვა ვერ ხდება, შახტა უნდა დაიხუროს.

 „ხელისუფლება, ამდენი წლის განმავლობაში, ყოველი ამ ტრაგედიის შემდეგ, არცერთ პირს არ სჯის. თუ შრომით პირობები იქ არი იყო დაცული, მაშინ შესაბამისი პირები არიან პასუხისმგებელნი. თუ შრომითი პირობების დაცვა ვერ ხდება და შეუძლებელია შახტის ბუნებიდან გამომდინარე, მაშინ საკითხი ლოგიკურია, ვერ ვიცავთ ამ პირობებს და შესაბამისად, უნდა დაიხუროს შახტა. რაც შეეხება ამ კომპანიის სახელმწიფოსთვის გადაცემას, ეს რა თქმა უნდა, არასწორია. სახელმწიფო მით უმეტეს ვერ მიხედავს ქვანახშირის მომპოვებელ შახტას, ეს არის კერძო სექტორის საქმე, შესაბამისად უნდა მოხდეს, ან ხელახალი პრივატიზაცია, ან თუ გამოდის რომ ადამიანების ხოცვა-ჟლეტის გარეშე ამ ნახშირს ვერ მოვიპოვებთ, მე მგონი აქცენტი უნდა გაკეთდეს ადამიანის სიცოცხლის სასარგებლოდ“, -აღნიშნა ოთარ კახიძემ.

 ცნობისთვის, ტყიბულშიმინდელის სახელობის შახტაში აფეთქების შედეგად 4 ადამიანიდაიღუპა, 6 კიდაშავდა. მომხდარს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ შახტი არ განაახლებს მუშაობას, ვიდრე არ დასრულდება როგორც სისხლის სამართლებრივი გამოძიება, ისე მაღალკვალიფიციური საერთაშორისო საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა. გარდა ამისა, ბახტაძის გადაწყვეტილებით, 16 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics