2015-06-02 16:05:57, 344 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, დღეს, ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს, სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ივიცა დაჩიჩს შეხვდა.
შეხვედრისას მხარეებმა საქართველო-ეუთო-ს თანამშრომლობაზე იმსჯელეს. ხაზგასმით აღინიშნა ასევე რეგიონში საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის მნიშვნელობა. ასევე განიხილეს უსაფრთხოების საკითხები, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიებზე შექმნილი ვითარებაც. საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოთქვა შეშფოთება იმ ე.წ. „ხელშეკრულებებთან“ დაკავშირებით, რომელიც მოსკოვმა სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებთან გააფორმა. მხარეებმა საქართველოსა და სერბეთის ორმხრივ ურთიერთობებზეც ისაუბრეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან